საცალო გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი BB ლიზინგი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
საბანკო: ბანკის კლიენტთა მომსახურება
“ბბ ლიზინგი“ აცხადებს ვაკანსიას “საცალო გაყიდვების მენეჯერი” პოზიციაზე ქ. თბილისში.

მოვალეობები:
  • პოტენციური კლიენტის მოზიდვა, მომსახურება;
  • მომწოდებლებთან და დილერებთან კომუნიკაცია;
  • არსებული სალიზინგო განაცხადების მიღება და დამუშავება;
  • პოტენციური მსესხებლის ფინანსური მდგომარეობის შესწავლა;
  • დოკუმენტური და პირდაპირი ანალიზის შედეგად მიღებული ინფორმაციის სტანდარტულ სალიზინგო განაცხადად გადატანა და მისი წარდგენა განსახილველად;
  • სალიზინგო განაცხადის ანალიზის და განხილვის პროცესში შეგროვებული დოკუმენტაციის შესაბამისი წესით შენახვა და კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა;
  • ლიზინგის გაცემის პროცედურაში ჩართულობა;
  • პროცედურით გათვალისწინებული რეპორტების შევსება.

მოთხოვნები:
  • ფინანსურ სექტორში მუშაობის მინ 1 წლიანი გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით.);
  • Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;

უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2025 წლის 24 ივნისის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge , სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!