შპს „ლიდერ სისტემი“ - საერთაშორისო ბრენდის (LITOKOL) სამშენებლო მასალების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე:
გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსები
მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
- ბიზნეს კლიენტების მოძიება სხვადასხვა საშუალებებით;
- კლიენტებთან შეხვედრების ორგანიზება და მართვა;
- სამშენებლო სფეროში ახალი პარტნიორების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება სამომავლო ბიზნეს ურთიერთობებზე;
- სამიზნე მომხმარებლების მოზიდვა, კომპანიის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სერვისების შეთავაზება და გაყიდვების სრული ციკლის კონტროლი;
- გაყიდვების, ზარების, აპლიკაციების გეგმების განხორციელება;
- კლიენტების კონსულტაცია შესყიდვის ყველა ეტაპზე;
- გაყიდვების შემდგომი მომსახურების გაწევა და მუდმივი ყურადღება მის გაუმჯობესებაზე;
- კლიენტთა ბაზის მუდმივი მონიტორინგი და ასევე კონკურენტების მონიტორინგი;
- გაყიდვების არხების კვლევა, ახალი შესაძლებლობების გამოვლენა და რეკომენდაციების შემუშავება;
- კლიენტთა ბაზის გაფართოება;
- პრობლემური სიტუაციის შემთხვევაში ჩართულობა და დროული რეაგირება;
- ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა და შესრულება კომპანიის მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების გათვალისწინებით;
- სამშენებლო პროექტების და გამოცხადებული ტენდერების მოძიება და მონაწილეობა.
- ბაზრის კვლევის ჩატარება (კონკურენტების ანალიზი, გაყიდვების სტრატეგიების ეფექტურობა და ა.შ.)
მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ბიზნესის მიმართულებით.
- აუცილებელია გამოცდილება კორპორატიულ გაყიდვებში
- ტენდერებში მუშაობის გამოცდილება;
- ენები: აუცილებელია B2 რუსული/ინგლისური
- ინტერესი სამშებებლო ბიზნესის მიმართ
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
- მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი
უნარები:
- გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა;
- მაღალი მოტივაცია, მონდომება და მიზანდასახულობა;
- კრეატიულობა, ორგანიზებულობა და კომუნიკაციის უნარები
ჩვენ გთავაზობთ:
- შესაძლებლობას ითამაშო მნიშვნელოვანი როლი სწრაფად მზარდ ბიზნეს კომპანიაში
- კონკურენტული ხელფასი, რომელიც ეფუძნება თქვენს გამოცდილებას და უკავშირდება სამუშაოს შესრულებას.
- საწვავით და ტელეფონის ბალანსით უზრუნველყოფა.
- ავტომობილის ამორტიზაციის ხარჯის ანაზღაურება.
- ტრენინგებს და მუდმივ განვითარებაზე ზრუნვას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV , შემდეგ მისამართზე: hr@leadersystem.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი“
ვაკანსიაზე დაინტერესების შესახებ ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია „ლიდერ სისტემ"-მა დაამუშავოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, მათი მოწოდებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და ვაკანსიის განახლების შემთხვევაში დაგიკავშირდეთ.
პერსონალური მონაცემების დამუშავების თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@leadersystem.ge