მარკეტინგის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი Monocapitals
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
მარკეტინგი, რეკლამა, PR: მარკეტოლოგი
გააქვს გამოცდილება, კრეატიული ხედვა და მზად ხარ საინტერესო პროექტებისთვის? შემოგვიერთდი და დაგვეხმარე შევქმნათ ბრენდი, რომელიც მეტია ვიდრე უბრალოდ კვადრატული მეტრები – ჩვენ ვაშენებთ სახლებს ადამიანებისთვის!
დეველოპერული კომპანია Monocapitals ეძებს გუნდში მარკეტინგის სპეციალისტს!

რას გთავაზობთ:
  • სტაბილური და მზარდი კომპანია
  • საინტერესო პროექტები საცხოვრებელი კომპლექსების მიმართულებით
  • მეგობრული და პროფესიონალი გუნდი
  • კონკურენტუნარიანი ანაზღაურება
  • განვითარებისა და ახალი იდეების მხარდაჭერა

ვინ არის ჩვენი იდეალური კანდიდატი?
გვსურს შეგვიერთდეს მარკეტოლოგი, რომელსაც აქვს:
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებით (უძრავი ქონების ან სამშენებლო სფეროში გამოცდილება მიიჩნევა უპირატესობად)
  • ციფრული მარკეტინგის სიღრმისეული ცოდნა – რეკლამების დაგეგმვა, მართვა და ანალიზი (Facebook Ads, Google Ads)
  • სოციალური მედიის მართვის გამოცდილება – Facebook, Instagram, TikTok
  • მარკეტინგული სტრატეგიის შედგენის უნარი – ბრენდინგი, კამპანიების დაგეგმვა, მარკეტინგული კალენდარი
  • კომუნიკაციის კარგი უნარები – როგორც კრეატიულ, ისე ტექნიკურ გუნდთან
  • ანალიტიკური აზროვნება – შედეგების შეფასება, KPI-ების განსაზღვრა
  • სასურველია გამოცდილება გრაფიკული დიზაინის გუნდთან ან სააგენტოსთან მუშაობაში
  • ენები: ქართული – სრულყოფილად; ინგლისური და რუსული – სასაუბრო დონეზე მაინც

ძირითადი პასუხისმგებლობები:
  • კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა და მართვა
  • ონლაინ და ოფლაინ კამპანიების ორგანიზება
  • სოც. მედია კონტენტის სტრატეგია და ზედამხედველობა
  • გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა მარკეტინგული ინსტრუმენტებით
  • სააგენტოებთან და მომწოდებლებთან კომუნიკაცია
  • სარეკლამო ბიუჯეტის დაგეგმვა და კონტროლი
  • შედეგების ანალიზი და ანგარიშგება
 
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@monocapitals.ge