"ჯინო ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მთავარი ბუღალტერი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქ, #9
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქ, #9
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ჰოლდინგში შემავალი კომპანიებისთვის მოწესრიგებული, სწორი და დროული ბუღალტრული აღრიცხვის უზრუნველყოფა;
- ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;
- საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
- ყოველთვიური ფინანსური უწყისებისთვის საჭირო ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი;
- საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება, გაკონტროლება და სისწორის უზრუნველყოფა;
- ბუღალტრული გატარების (ხარჯების, ბანკის და ა.შ. ოპერაციების) ასახვა პროგრამაში;
- ხელშეკრულებების და საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
- ხელფასების აღრიცხვა და დებიტორების/კრედიტორების კონტროლი;
- დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე საქმის დელეგირება და მათ მიერ შესრულებული საქმის კონტროლი;
- თვის დახურვა და ინფორმაციის მომზადება ანგარიშგებისთვის;
აუცილებელი ცოდნა & უნარები:
- ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებისა და სტანდარტების ცოდნა;
- საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება N996 გადასახადების ადმინისტრირების შესახებ;
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება N220 დაქირავებულისთვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ;
- Microsoft Office (Word, Excel );
- საბუღალტრო პროგრამაში მუშაობა;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@ginoaquapark.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
გისურვებთ წარმატებას!
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.