რეგიონალური პოს ტექნიკოსების კოორდინატორი

თბილისი სრული განაკვეთი ჯორჯიან ქარდი
მივლინება: არა
მართვის მოწმობა: B
ადმინისტრაცია: ადმინისტრატორი
სს „ჯორჯიან ქარდი“- საქართველოში არსებული ერთ-ერთი მსხვილი საპროცესინგო კომპანია აცხადებს ვაკანსიას  რეგიონალური პოს ტექნიკოსების  კოორდინატორის  პოზიციაზე ექვაირინგის განყოფილებაში. 

ფუნქცია-მოვალეობები: 
  • სავაჭრო აგენტების სარგებლობაში მყოფი საქართველოს ბანკის პოს ტერმინალების ტექნიკური ხასიათის და განთავსება/გაუქმების დავალებების შესრულების კოორდინირება. 
  • კლიენტის მხარდაჭერის პროცესში საკითხებისა და პრობლემების გადაწყვეტა პრიორიტეტების შესაბამისად; 
  • პოს ტერმინალის მომსახურე რეგიონის ტექნიკოსების სამუშაო პროცესების, სამუშაო და შესვენების გრაფიკების მართვა; 
  • შესასრულებელი დავალებების ტექნიკოსების ლოკაციების მიხედვით განსაზღვრა,  
  • ტექნიკოსის მიერ შესრულებული დავალების, მიღება-ჩაბარების და სამუშაოს სრული ციკლის სისწორის კონტროლი პროგრამული უზრუნველყოფების შესაბამისად; 
  • აქტიური კომუნიკაცია დაკავშირებულ დეპარტამენტებთან და კოლეგებთან; 
  • შესასრულებელი დავალებების დამუშავება შიდა პროგრამული არხებით; 
  • შესასრულებელი დავალებების მიღება სს საქართველოს ბანკისგან; 
  • არასტანდარტული სიტუაციის შესახებ უშუალო ხელმძღვანელის დაუყონებლივ ინფორმირება; 
  • რეგიონის ტექნიკოსების სამუშაო პროცესის ზედამხედველობა პერიოდული ვიზიტების განხორციელებით მთელი საქართველოს მასშტაბით; 

აუცილებელი მოთხოვნები: 
  • მართვის მოწმობა B კატეგორია (მექანიკა), საქართველოს მასშტაბით პერიოდული მივლინებებისთვის მზაობა; 
  • ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა და პუნქტუალურობა; 
  • პრიორიტეტების განსაზღვრის და ფორსმაჟორის შემთხვევაში სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი; 

კვალიფიციურმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV  შემდეგ მისამართზე: hr@gc.ge და მიუთითოთ პოზიციის დასახელება ელ. ფოსტის სათაურში. 
გისურვებთ წარმატებას!