რეცეფციონისტი

ხელვაჩაური სრული განაკვეთი NQ Hospitality
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მიმღები (Front Office)
NQ Hospitality Management Group  ახორციელებს სასტუმროების, რესტორნების და სხვა სტუმარ-მასპინძლობის ობიექტების მენეჯმენტს. 

მზიური გარდენსის კომპლექსში, ვეძებთ გუნდის ახალ წევრს რეცეფციონისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: მახინჯაური, თამარ მეფის ქ. 14

ძირითადი მოვალეობები:
  • სტუმრების მიღება, რეგისტრაცია და გასვლის პროცესის მართვა;
  • ჯავშნების მიღება და მართვა (ონლაინ პლატფორმებით, ტელეფონით ან ელ.ფოსტით);
  • სტუმრების ინფორმირება აპარტოტელის სერვისებისა და პირობების შესახებ;
  • სტუმრების მოთხოვნებზე რეაგირება და დახმარება სხვადასხვა საკითხებში;
  • გადახდების მიღება და ანგარიშსწორების პროცესის მართვა;
  • კომპანიის შიდა სისტემებთან და პროგრამებთან მუშაობა;
  • სტუმრების საჩივრების მიღება, მათი გადაჭრის უზრუნველყოფა ან მენეჯმენტისთვის გადაცემა;
  • უსაფრთხოების და ჰიგიენის ნორმების დაცვა;
  • საჭირო დოკუმენტაციის მართვა და განახლება;
  • სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია;

ძირითადი მოთხოვნები:
  • შესაბამისი გამოცდილება (სასურველია);
  • ქართული, ინგლისური და სხვა უცხო ენების ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, სასტუმროს მართვის სისტემები);
  • კომუნიკაბელურობა და მომსახურებაზე ორიენტირებული მიდგომა;
  • დროის მართვის და მულტიტასკინგის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@nqhospitality.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.