დისტრიბუტორი

თბილისი სრული განაკვეთი ანიგოზი
მივლინება: არა
მართვის მოწმობა: B
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: დისტრიბუტორ-ექსპედიტორი
,,ანიგოზი” კაკლისა და სხვა კაკლოვანი პროდუქტების გადამუშავებასა და დისტრიბუციას ახორციელებს საქართველოს ბაზარზე. 
,,ანიგოზი“ აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე.

მდებარეობა: ლილოს მიმდებარე ტერიტორია, ლოჭინის ხიდებთან
საქმიანობის სფერო: დისტრიბუცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია დისტრიბუტორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • მართვის მოწმობა: B კატეგორია(მექანიკა);
  • ავტომობილის მართვის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.
  • სასურველია თბილისის ქუჩების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:
  • ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი
  • კომუნიკაბელურობა
  • გუნდურობა
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • პუნქტუალურობა
  • შრომისმოყვარეობა

მოვალეობები:
  • წინასწარ განსაზღვრულ მისამართებზე პროდუქციის მიწოდება;
  • ავტომანქანის სისუფთავისა და ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;
  • შეკვეთების დროული და უსაფრთხო დისტრიბუცია;
  • ქარხანაში ყოფნისას, საჭიროებიდან გამომდინარე საწყობის თანამშრომლებისთვის დახმარების გაწევა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: info@anigozi.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "დისტრიბუტორი", ან დაგვიკავშირდეთ აღნიშნულ ნომერზე +995 599 436 713
კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.
სააპლიკაციო ფორმები მიიღება 2025 წლის 11 ივლისის ჩათვლით.
კომპანია ,,ანიგოზი“  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!