სოციალური მედია არხების მენეჯერი

თბილისი მოქნილი გრაფიკი მარშე
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ინტერნეტ მარკეტინგი
"მარშე" საერთაშორისო სტანდარტების მქონე საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა. დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს . ამ ეტაპზე წარმოების ოთხი ძირითადი მიმართულება გვაქვს : ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული, ხორცპროდუქტები და თევზეული. მარშე აქტიურად არის წარმოდგენილი B2B ბაზარზე, ასევე აქტიურად ავითარებს საცალო ვაჭრობის მიმართულებას.

მარშე“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: „სოციალური მედია არხების მენეჯერი“

მისამართი: თ.ერისთავის #5;
სამუშაო დრო: მოქნილი გრაფიკი;

ძირითადი მოვალეობები:
  • სოციალური მედია არხების მართვა: Facebook, Instagram, TikTok, LinkedIn და YouTube;
  • ბრენდ მენეჯერთან ერთად კონტენტ კალენდრის დაგეგმვა და მართვა;
  • პოსტების ფორმატებისა და ტიპების შერჩევა არხის სპეციფიკის მიხედვით;
  • პოსტების განთავსება და ბიუჯეტის სტრატეგიული განაწილება (ბუსტი და რეკლამა);
  • კომენტარების და შემოსული წერილების მართვა (community management);
  • ძირითადი მეტრიკების მონიტორინგი და ანგარიშგება (Reach, Engagement, CTR, Followers, CPM, etc.).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სოციალური მედიის მართვის გამოცდილება (სასურველია FMCG სექტორში);
  • პლატფორმების სპეციფიკის ცოდნა (ალგორითმები, რეკლამის ტიპები, ტრენდები);
  • Meta Business Suite-ის, TikTok Ads Manager-ისა და სხვა პლატფორმების ცოდნა;
  • კონტენტის სტრატეგიული ხედვა და ბრენდის ტონალობის შენარჩუნება;
  • ტექნიკური უნარები კონტენტ კალენდრის, პოსტების და სტატისტიკის მართვაში;
  • გუნდური მუშაობის უნარი (მარკეტინგის, დიზაინის და ქრეატიული გუნდთან კოორდინაცია);
  • გრამატიკულად გამართული წერა ქართულად და სასურველია ინგლისურად.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე (ან ლინკდინის URL ლინკი) შემდეგ მისამართზე: jobs@marshe.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „სოცაილური მედია არხების მენეჯერი“.