შპს „სერვისბოქსი’’ აცხადებს ვაკანსიას ინსტალატორის პოზიციაზე ქ. თბილისში
სამუშაოს აღწერილობა:
- ოპტიკის საინსტალაციო სამუშაოების შესრულება;
- აბონენტებთან ქსელის დაზიანებების დროული აღმოფხვრა;
- კომპანიის მოწყობილობების მონტაჟი და გამართვა;
- მიწოდებული სერვისის ინსტრუქტაჟი;
- აბონენტთან ხელშეკრულების გაფორმება;
მოთხოვნები:
- სასურველია ტექნიკური განათლება( სატელეკომუნიკაციო მიმართულებით);
- სასურველია მსგავს პოზიციაზე ან/და სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია ოპტიკურ სადენებთან მუშაობის გამოცდილება,შედუღება;
- აუცილებელია B კატეგორიის ავტომობილის მართვის მოწმობა;
- დისციპლინირებულობა/კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლობა/ორგანიზებულობა;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა
ელექტრონული წერილის თემის ველში(Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება. პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.