სადისტრიბუციო კომპანია „Master Coffee“ , წარმოადგენს შვეიცარიული, იტალიური, ჩინური კომპანიების ყავის აპარატების და ყავის ბრენდების: -„CARTE NOIRE”, “ JACOBS”, “PIAZZA DORO”, “L’OR” ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე : საწყობის თანამშრომელი;
ფუნქცია -მოვალეობები:
კომპანია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე : საწყობის თანამშრომელი;
ფუნქცია -მოვალეობები:
- პროდუქციის მიღება და დასაწყობება;
- საწყობში მიღებული პროდუქციის ინვენტარიზაციის და აღწერის უზრუნველყოფა;
- სავაჭრო აგენტების შეკვეთების აწყობა , გამზადება დოკუმენტში მოთხოვნილი პროდუქციის მიხედვით;
- საწყობის წესრიგსა და სისუფთავეზე ზრუნვა;
- თვეში ორჯერ საწყობის მარაგის შევსება ვენდინგებისთვის;
- სერვის- ცენტრში სადისტრიბუციო ავტომობილების ტექნიკური მომსახურეობის აღრიცხვა, კონტროლი, მეთვალყურეობა;
- ავტომობილების სისუფთავის აღრიცხვა, კონტროლი;
უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- შრომისმოყვარეობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საწყობის ოპერატორად მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
- საავტომობილო სფეროს, ავტომობილის ტექნიკურ მახასიათებლების ცოდნა აუცილებელია;
- აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- სასიამოვნო, მეგობრულ გარემოს;
- სტაბილურ შემოსავალს.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: 9:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი);
- ანაზღაურება: 1500 ლარი;
ადგილმდებარეობა: თბილისი, ავჭალა, დ.სარაჯიშვილის 39 (მიმდებარედ)
დაინტერესებულმა პირებმა, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@mastercoffee.ge ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "საწყობის ოპერატორი".
გისურვებთ წარმატებებს!
გისურვებთ წარმატებებს!