უძრავი ქონების ბროკერი

თბილისი სრული განაკვეთი კომპანია სპარ
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
სამშენებლო, უძრავი ქონება: უძრავი ქონების აგენტი
უძრავი ქონების კომპანია SPAR.GE აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების ბროკერის პოზიციაზე. 

ეს არის დამოუკიდებელი და აქტიური ადამიანების პროფესია და ამას პროფესიას თავად ჩვენ გასწავლით ტრენინგებზე, ამისათვის გვაქვს ჩამოყალიბებული ტრენინგ ცენტრი. ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს, ვინც მიზნად ისახავს ჰქონდეს საკუთარი საქმე ყველაზე ინვესტიციურ და მაღალ ანაზღაურებად ბიზნესში.

კომპანია SPAR.GE არის გამოცდილი კომპანია უძრავი ქონების  და საქმიანობს თანამედროვე სტანდარტებით და საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფით (ჩვენი პორტალი alhome.ge).

სამუშაო პირობები:
  • კომპანიის ოფისი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 16;
  • სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ნაწილობრივ სახლიდან ონლაინ მუშაობა);
  • სამუშაო დღეები კვირაში 5 დღე / სამუშაო საათები: 10:00 – 18:00 (შესაძლებელია შეიცვალოს კონკრეტულ ბროკერთან მისი გამოცდილების თუ შეთანხმების შესაბამისად);

ანაზღაურების სტრუქტურა:
  • ზოგადად ამ პროფესიის წარმომადგენლებს ხელფასი არა აქვთ, რადგან ეს არის ბროკერის საკუთარი ბიზნესი, რომელიც მის საქმიანობის შედეგზეა დამოკიდებული და შეადგენს გარიგებიდან - 50-70%-ს;
  • დამატებით გარკვეული ხარჯების ანაზღაურების მექანიზმი.
  • პრეტენდენტებისთვის ეტაპობრივად ჩატარდება შესაბამისი სასწავლო-ტრენინგი, ხოლო 1 კვირის შემდეგ ტრენინგის პარალელურად დასაქმება რეალური გარიგებების განსახორრციელებლად. 

სამუშაოს მიზანი და მოვალეობები:
  • უძრავი ქონების ბაზრის ანალიზი და ქონების ობიექების მოძიება;
  • კლიენტებთან ურთიერთობა, სატელეფონო ზარები, შეხვედრები;
  • ობიექტის ჩვენებები, ხელშეკრულებების გაფორმება;
  • შემდგომ ტრენინგებში მონაწილეობა, პროფესიული ზრდა;
  • კორპორატიული ღირებულებების გაზიარება და დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი ან არაფორმალური განათლება;
  • ქართული ენის კარგად ცოდნა. დამატებით სასურველია სხვა ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული);
  • Mშ Office, ეl-ფოსტისა და ინტერნეტის გამოყენების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა და პრეზენტაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობა, თავაზიანობა, პუნქტუალურობა;
  • მისასალმებელია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე(CV) ფოტოსურათით ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე: vacancy@spar.ge ელ-ფოსტის სათაურში (subject) ჩაწერეთ "Realestater", ან დარეგისტრირდით ამ ბმულიდან