ადკ ინჟინერინგი აცხადებს ვაკანსიას მექანიკური ინჟინერის პოზიციაზე (HVAC / Plumbing / Firefighting)
ადგილმდებარეობა: თბილისი
ხელფასი: 4000 ლარი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მოკლე აღწერა:
MEP მიმართულებით გამოცდილ კომპანიაში ვეძებთ მექანიკურ ინჟინერს, რომელიც ჩაერთვება HVAC, წყალმომარაგება-კანალიზაციისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების პროექტირებასა და ზედამხედველობაში.
ძირითადი მოვალეობები:
- მექანიკური სისტემების პროექტირება (AutoCAD / Revit საშუალებით)
- ტექნიკური დეტალების შედგენა და პროექტის დოკუმენტაციის მომზადება
- სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობა
- სისტემების ინსტალაციის პროცესის კოორდინაცია
- კომუნიკაცია არქიტექტორებთან, კონსტრუქტორებთან და სხვა ინჟინრებთან
- მუშაობა შესაბამის ტექნიკურ სტანდარტებთან და რეგულაციებთან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მექანიკური ან ენერგეტიკული მიმართულებით
- მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე
- AutoCAD და Revit-ის ცოდნა აუცილებელია
- HVAC სისტემებში და სანიტარიულ პროექტირებაში პრაქტიკული გამოცდილება
- ტექნიკური ანალიტიკური აზროვნება და კომუნიკაბელურობა
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: juli.ch@adksolutions.ge