დისტრიბუტორის დამხმარე

თბილისი სრული განაკვეთი ევერესტი 2010
მივლინება: არა ხელფასი: 800
მართვის მოწმობა: B
გაყიდვები: დისტრიბუცია ლოგისტიკა/ტრანსპორტი: დისტრიბუტორ-ექსპედიტორი
კვების პროდუქტების იმპორტიორი კომპანია „Everesti 2010” ქართულ ბაზარზე ოპერირებს 2010 წლიდან და წარმოადგენს წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების, კვების პროდუქტების დისტრიბუციას.

კომპანია „Everesti 2010“ აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის დამხმარის პოზიციაზე ქ.თბილისში.

მოვალეობები:
საწყობიდან გამოტანილი პროდუქციის მიწოდება კონკრეტულ ლოკაციაზე;

აუცილებელი მოთხოვნები და უნარები:
  • აუცილებელია მართვის მოწმობა: B კატეგორია;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ანაზღაურება: 800 ლარი
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@thc.ge ან მარტივად შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა - https://forms.gle/hzbGC6McASZ5sTqw8

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

„Everesti 2010”მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
კვების პროდუქტების იმპორტიორი კომპანია „Everesti 2010” კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. წინამდებარე ვაკანსიაზე რეზიუმეს (CV) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, „Everesti 2010”-მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია, თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.