მერჩენდაიზერი

თბილისი სრული განაკვეთი ევერესტი 2010
მივლინება: არა
მარკეტინგი, რეკლამა, PR: მერჩენდაიზინგი
კვების პროდუქტების იმპორტიორი კომპანია „Everesti 2010” ქართულ ბაზარზე ოპერირებს 2010 წლიდან და წარმოადგენს  წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების, კვების პროდუქტების დისტრიბუციას.
კომპანია „Everesti 2010“ აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე ქ.თბილისში.

მოვალეობები:
  • სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენის, მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა;
  • პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლის განთავსება;
  • სავაჭრო ობიექტებში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი;

აუცილებელი უნარები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა და მიზანდასახულობა;
  • პასუხისმგებლიანი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
  • დროის მართვის უნარი;

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (საშუალოდ 1800 ლარიდან)
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@thc.ge ან მარტივად შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა https://forms.gle/hzbGC6McASZ5sTqw8
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება,  წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
„Everesti 2010”მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
კვების პროდუქტების იმპორტიორი კომპანია „Everesti 2010” კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. წინამდებარე ვაკანსიაზე რეზიუმეს (CV) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, „Everesti 2010”-მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია, თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.