კარტინგის უსაფრთხოების მენეჯერი

წალკა სრული განაკვეთი კასს ლენდ 5
მივლინება: არა ხელფასი: 3000
ენები: ინგლისური
ხარისხის კონტროლი, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
კასს ლენდ დაიმონდ რეზორტი აცხადებს ვაკანსიას კარტინგის უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: წალკის მუნიციპალიტეტი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 3000 ლარი გამოცდილების შესაბამისად
კომპანია უზრუნველყოფს : განთავსებას, კვებას

კარტინგის უსაფრთხოების მენეჯერის ვალდებულებაა, რომ უზრუნველყოს ტრასაზე მყოფი მომხმარებლების, თანამშრომლებისა და მთლიანად ობიექტის უსაფრთხო ფუნქციონირება.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • კარტინგის ტრასისა და მიმდებარე ზონების უსაფრთხოების მონიტორინგი და კონტროლი
  • ტრასის ყოველდღიური ინსპექტირება (სისტემები, ღობეები, გამაფრთხილებელი ნიშნები და ა.შ.)
  • უსაფრთხოების წესების შემუშავება, განახლება და მათი შესრულების კონტროლი
  • მომხმარებლებისა და თანამშრომლებისთვის უსაფრთხოების ინსტრუქციების მიწოდება
  • პერსონალის უსაფრთხოების ტრენინგის ჩატარება და ორგანიზება
  • ავარიების, ინციდენტების ან ხარვეზების დოკუმენტირება და გამოძიება
  • რისკების ანალიზი და მათი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა
  • უსაფრთხოების ინვენტარის (ჩაფხუტები, ღვედები, ცეცხლმაქრები და სხვა) პერიოდული შემოწმება და განახლება
  • რისკების შეფასება, მართვა და უსაფრთხოების სტანდარტების გატარება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ინგლისური ენის ცოდნა
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

დამატებითი მოთხოვნები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა,
  • პუნქტუალურობა,
  • ორგანიზებულობა,
  • დეტალებზე ორიენტირებულობა,
  • კომუნიკაბელურობა,
  • გუნდური მუშაობის უნარი,
  • ანალიტიკური აზროვნება,
  • მომსახურების უნარები

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელ. მისამართზე : HR@Kassland.com
კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას !

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.