პირველადი ჩართვის სამსახურის ოსტატი

თბილისი სრული განაკვეთი თბილისი ენერჯი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენერგეტიკა: ენერგეტიკა (ზოგადი)
შპს ,,თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას პირველადი ჩართვის სამსახურის ოსტატის პოზიციაზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • პროფესიული ტექნიკური/ უმაღლესი განათლება; 

დამატებითი მოთხოვნები:
  • სპეციალობით პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
  • დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

ძირითადი მოვალეობები:
  • სამსახურში შემოსულ და სამსახურის უფროსის სხვა დავალებებზე დროული და ჯეროვანი რეაგირება;
  • აირშემდუღებლის, ელ.შემდუღებლის, ელ.შემდუღებლის დამხმარის, პოლიეთილენის შემდუღებლის და ზეინკლის ხელმძღვანელობა, კოორდინაცია და მათ მიერ თავიანთი სამასხურებრივი მოვალეობების ჯეროვნად შესრულების კონტროლი;
  • სამუშაო გეგმის შედგენაში მონაწილეობა და მისი ხარისხიანად შესრულების უზრუნველყოფა;
  • სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და კონტოლის განხორციელება მათ ეფექტურ და რაცინალურ გამოყენებაზე, გახარჯული მასალების დადგენილი წესით ჩამოწერის უზრუნველყოფა;
  • სამსახურის თანამშრომლების მიერ სპეციალური ტანსაცმლისა და დამცავი საშუალებების დანიშნულებისამებრ გამოყენების კონტორლი;
  • ავარიების, უბედური შემთხვევის მიზეზების გამოსაკვლევად და სამსახურის საქმინობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებთან მიმართებაში შექმნილ კომისიებში/სამუშაო ჯგუფეში მონაწილეობა;
  • გენერალური დირექტორის, კურატორი დირექტორის, კურატორი დირექტორის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, სამსახურის უფროსისა და უფროსი ოსტატის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება; 

უნარ-ჩვევები:   
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • გადაწყვეტილების მიღება; 
  • გუნდურად მუშაობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობა.

კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს:
  • რეზიუმე ქართულ ენაზე (CV);
 
ჩვენ  გთავაზობთ:
  • პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
  • მეგობრულ გარემოს;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
 
სამუშაო განრიგი: ორშაბათი- პარასკევი,  09:00-18:00 საათამდე;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ქავთარაძის ქ21ა;
ანაზღაურება კონკურენტული
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ რეზიუმე  გამოაგზავნოთ ელ ფოსტაზე: vacancies@te.ge  ( ელ - ფოსტის "subject" ველში მიუთითეთ სასურველი ვაკანსიის დასახელება);
რეზიუმეს  მიღების  ბოლო ვადა:  2025 წლის 11 ივლისი;
გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება  გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.
ამასთანავე, გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე public@te.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით მისამართზე: ქ. თბილისი, ადამ მიცკევიჩის ქ. N 18ა.
ასევე გაცნობებებთ, რომ  თუ გსურთ თქვენს მიერ წარმოდგენილი  რეზიუმე  განხილულ იქნეს კომპანიის  მიერ სხვა სამომავლო,  პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, ელექტრონულ ფოსტაზე vacancies@te.ge რეზიუმეს გამოგზავნასთან ერთად მოგვწეროთ შემდეგი შინაარსის ტექსტი:  „თანახმა ვარ, ჩემს მიერ წარმოდგენილი რეზიუმე განხილულ იქნეს კომპანიის მიერ სამომავლოდ გამოცხადებულ სხვა მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის გამოცხადების შემთხვევაში.“ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  ექვსი (6) თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
შპს „თბილისი ენერჯი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.