იურისტი

ბათუმი სრული განაკვეთი ცენტრალ მენეჯმენტ გრუპი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
იურიდიული: იურისტი
ცენტრალ მენეჯმენტ გრუპი აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე

მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ჩვენს შესახებ:
კომპანია „ცენტრალ მენეჯმენტ გრუპი“  არის  საინვესტიციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს  სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „თაუერ ჯგუფის“ პროექტების სტრატეგიულ განვითარებას.
 
ძირითადი პასუხისმგებლობები:
  • სამშენებლო, დეველოპერული და საინვესტიციო კონტრაქტების მომზადება და გადახედვა
  • ადმინისტრაციული და საბანკო დოკუმენტაციის სამართლებრივი მხარდაჭერა
  • თანადაფინანსების, ქვეკონტრაქტორების და მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული იურიდიული საკითხების მართვა
  • კომპანიის ინტერესების დაცვა სასამართლო, ადმინისტრაციულ და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობისას
  • კანონის ცვლილებების მონიტორინგი და შესაბამისი რისკების იდენტიფიცირება
  • იურიდიული რჩევების მიწოდება პროექტის მენეჯმენტისთვის და ხელმძღვანელობისთვის

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი იურიდიული განათლება
  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება უძრავი ქონების/სამშენებლო ან დეველოპერულ სექტორში
  • კანონმდებლობის სიღრმისეული ცოდნა
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე  ცოდნა
  • ანალიტიკური და მოლაპარაკებების ძლიერი უნარები

რას გთავაზობთ ჩვენ:
  • პროფესიონალურ გუნდთან თანამშრომლობა
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობა
  • კონკურენტუნარიანი ანაზღაურება
  • კომფორტული სამუშაო გარემო

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@centralmg.ge
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 25 ივნისი.
გისურვებთ წარმატებებს.