კომპანია ,,მოდუსი” ქართულ ბაზარზე 90-იანი წლებიდან გამოჩნდა და დღეს უკვე წარმატებული მოღვაწეობის 20 წელზე მეტს ითვლის. ,,მოდუსი” სამშენებლო-სარემონტო მასალების საბითუმო და საცალო ვაჭრობაში ლიდერი კომპანია გახლავთ ქართულ ბაზარზე. თანამედროვე სტანდარტის შოურუმებში, გარდა ადგილობრივი წარმოების პროდუქციისა, განთავსებულია ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული პროდუქცია. მოდუსის ქსელში წარმოდგენილია ყველა სახის სარემონტო-სამშენებლო მასალები, ასევე მულტიბრენდული ავეჯის შოურუმები, საყოფაცხოვრებო და დეკორატიული ნივთები, სველი წერტილების ინვენტარი და აქსესუარები, განათება, ელექტროობა და მრავალი პროდუქტი სხვადასხვა კატეგორიიდან.
ჰიპერმარკეტების ქსელი „მოდუსი“ აცხადებს ვაკანსიას HR სპეციალისტის პოზიციაზე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
- კომპიუტერული პროგრამები ცოდნა (Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Power Point, Outlook)
- სასურველია hrms-ის პროგრამაში მუშაობის გამოცდლება
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- თანამშრომელთა შერჩევის პროცესის სრული ციკლის მართვა;
- კომპანიის შიდა საკადრო ხასიათის დოკუმენტების (ბრძანებები/ცნობები და სხვა) მომზადება;
- თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება;
- თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადებასა და დაგვიანებაზე კონტროლი;
- თანამშრომელთა გუნდური მუშაობის, მოტივაციისა და არაფორმალური ურთიერთობებისათვის საჭირო აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
- კომპანიის თანამშრომელთათვის სხვადასხვა ხასიათის კორპორატიული შეთავაზებების უზრუნველყოფა და თანამშრომლებისთვის შეთავაზება.
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას;
- უფასო კვებას;
- Fitpass.
სხვა, დამატებითი მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებისადმი ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა.
5 დღიანი სამუშაო კვირა (კვირა და ორშაბათი დღე დასვენება)
9:00 საათიდან 18:00 საათამდე ან 10:00 საათიდან 19:00 საათამდე
ანაზღაურება 1900 ლარი
მის: დიდუბე, რ. აგლაძის N51
გთხოვთ, ვაკანსიის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, ადგილმდებარეობა და შევსებული აპლიკაციის ფორმა გამოგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: makomamadashvili@modus.com.ge
გისურვებთ წარმატებებს.
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდატი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ შპს „მოდუსი-“მა დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვიდან გამომდინარე, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს თანხმობის უკან გათხოვნა, სხვა შემთხვევაში თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „მოდუსი“-ს ბაზაში 1 წლის ვადით.