შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი

რუსთავი სრული განაკვეთი პალატი
მივლინება: არა
განათლება: პროფესიული კოლეჯი ენები: ინგლისური, რუსული
ხარისხის კონტროლი, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
შპს „პალატი“, პირველი ქართული ფანერის მწარმოებელი კომპანია საქართველოში,  აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • პროფესიული ან უმაღლესი განათლება; 
  • აკრედიტებული ორგანოს მიერ გაცემული შრომის უსაფრთხოების სერტიფიკატი ან დიპლომი; 
  • გარემოს დაცვითი მმართველის სერთიფიკატი ან გარემოს დაცვის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; 
  • შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; 
  • საოფისე პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint)მაღალ დონეზე ცოდნა; 
  • სასურველია რუსული ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა; 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის კანონმდებლობის, ადგილობრივი ნორმატივებისა და საწარმოო სტანდარტების შემუშავებაში, დანერგვასა და შესრულებაში მონაწილეობა; 
  • საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკების შეფასება, საკონტროლო ღონისძიებების განსაზღვრა, დოკუმენტირება და პერიოდული გადახედვა პასუხისმგებელ პირებთან კოორდინირებით; 
  • შრომის უსაფრთხოების ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების რეგულარულად ჩატარება და პერსონალის ცოდნის შემოწმება, ამ მიზნით ტესტირების, სიმულაციების და სხვა სახის შემოწმებების წარმოება; 
  • პოზიტიური შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის კულტურის შექმნა ცნობიერების გაზრდისა და სწორი კომუნიკაციის გზით; 
  • ინდივიდუალური დაცვის საშუალებების განსაზღვრა, დასაქმებულთა უზრუნველყოფა და კონტროლი მათ სწორად გამოყენებაზე; 
  • შრომის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დადგენილი პერიოდულობით, სამუშაო სივრცის/ადგილების ინსპექტირება და სამუშაო აღჭურვილობის, მანქანა-დანადგარების გეგმა გრაფიკის შესაბამისად შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი;  
  • კონტრაქტორების კონტროლი კომპანიის ტერიტორიაზე სამუშაოების შესრულების  დროს; 
 
სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები: 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • კომუნიკაბელურობა; 
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • საქმის ორგანიზების და დაგეგმის უნარი; 
 
 
სამუშაო გრაფიკი - სრული (09:00 – 18:00 ან 08:00 -17:00 ) 
მდებარეობა - ქ. რუსთავი, მაზნიაშვილის 4. 
 
ჩვენ გთავაზობთ:  
  • კვებას; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას; 
 
 
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: HR@palatillc.com და წერილის დანიშნულებაში (Subject) მიუთითე პოზიციის დასახელება - შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი რუსთავში. 
 
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის წარმოების მიზნით.