მთავარი ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი ფიბი სერვისის
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ბუღალტერია/ფინანსები: მთავარი ბუღალტერი
ციფრული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაყიდვების კომპანია  DNS  აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე . 
სამუშაო საათები  : ორშაბათი–პარასკევი, 09:00-18:00 საათამდე ; 
ანაზღაურება : ფიქსირებული ( შეთანხმებით ,  კვალიფიკაციის შესაბამისად); 
ადგილმდებარეობა : საბურთალო , მეტრო სამედიცინო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია ; 

ძირითადი მოთხოვნები : 
  • მინიმალური სამუშაო გამოცდილება : 3 წელი (აუცილებელია საგარეო ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული გამოცდილება) ; 
  • უმაღლესი განათლება : ბაკალავრი ; 
  • უცხო ენა : რუსული (სრულყოფილად) , ინგლისური (სასურველია) ; 
  • საქართველოს საგადასახადო და ბუღალტრული კანონმდებლობის ღრმა ცოდნა; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა : MS Office; 
  • 1С პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება; 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები : 
  • კომპანიის სრული ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება და წარმოება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; 
  • საგარეო სავაჭრო ოპერაციების აღრიცხვა (იმპორტი, ექსპორტი, სავალუტო ოპერაციები); 
  • აღრიცხვისა და ანგარიშგების პროცესების გამართვა და ოპტიმიზაცია; 
  • საგადასახადო, ფინანსური და შიდა ანგარიშგების მომზადება; 
  • სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობა, დეკლარაციების წარდგენა, გადასახადების დროული გადახდის კონტროლი; 
  • საბანკო და სავაჭრო ოპერაციების კონტროლი, სხვადასხვა აღრიცხვით სისტემას შორის მონაცემების შესაბამისობის შემოწმება; 
  • მონაცემთა გაცვლის სისტემების გამართვაში მხარდაჭერა; 
  • გუნდის კონსულტირება ბუღალტერიასა და საგადასახადო საკითხებზე; 

ზოგადი უნარ-ჩვევები : 
  • პასუხისმგებლიანი; 
  • ყურადღებიანი ; 
  • ანალიტიკური აზროვნების მქონე; 
 
 
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gvantsa@pbservices.ge  და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. 
 
გისურვებთ წარმატებას !