ადმინისტრატორი

ბათუმი სრული განაკვეთი Wyndham Batumi
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება: ადმინისტრატორი (HoReCa)
საერთაშორისო სასტუმრო ქსელი Wyndham Batumi აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე

სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი ცვლები (კვირაში 2 დღე დასვენება)
ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებით

ძირითადი მოვალეობები:
  • სასტუმროში სტუმრის მიღება, განთავსება და გაცილება;
  • ჯავშნების მიღება ტელეფონით და ელ-ფოსტით;
  • ჯავშნების მართვა სასტუმროს ჯავშნების სისტემაში და booking.com-ზე;
  • სტუმრების სატელეფონო ზარებისა და ელექტრონული წერილების მიღება - პასუხი და კონტროლი;
  • სტუმართან ანგარიშსწორების განხორციელება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია სასტუმროს ადმინისტრატორად მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისურ ენაზე გამართულად საუბარი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@wyndhambatumi.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება „ადმინისტრატორი“.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ წინასწარ შერჩეულ კანდიდატებთან, განაცხადების გადახედვის შემდგომ.

გისურვებთ წარმატებას!