მერჩენდაიზერი

თბილისი სრული განაკვეთი იბერია რეფრეშმენტსი
მივლინება: არა ხელფასი: 1000
მარკეტინგი, რეკლამა, PR: მერჩენდაიზინგი
სს. "იბერია რეფრეშმენტსი" არის "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში და ფუნქციონირებს 2001 წლიდან. ამჟამად, არის კერძო საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის "Revery Group - ის " წევრი და აქვს ექსკლუზიური უფლება, აწარმოოს და დისტრიბუცია გაუწიოს უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელებს (Pepsi, 7UP, Mirinda, Aquafina) და "სნექების" კატეგორიას (Lays, Doritos, Cheetos, etc); ასევე, ახორციელებს „ Max Power - ის “  და ქართული ლიმონათების (Iberia) წარმოებას და დისტრიბუციას საქართველოში.

სს „იბერია რეფრეშმენტსი – პეპსი ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე, სავაჭრო ცენტრი „თბილისი მოლში“ მდებარე „კარფურის“ ობიექტისთვის. 

ძირითადი მოვალეობები:
  • მარაგებისა და სტენდების კონტროლი;
  • ვადების კონტროლი;
  • სავაჭრო ობიექტში პროდუქციის დალაგება;
  • მაღაზიაში მერჩენდაიზინგის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების/მერჩენდაიზინგის მიმართულებით;

პიროვნული თვისებები:
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • დეტალებზე ორიენტირება და მობილიზებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • ანაზღაურება - 1000 ლარი; 
  • სამუშაო დღეები - კვირაში 5 დღე;
  • სამუშაო საათები - 10:00 – 18:00;
  • ულიმიტო სამგზავრო ბარათი;  
  • ჯანმრთელობის დაზღვევის კონკურენტული პაკეტი;
  • განვითარებისა და დაწინაურების პერსპექტივა.

ყველა დაინტერესებულ კანდიდატს, შეუძლია გამოგზავნოს საკუთარი რეზიუმე, შემდეგ ელფოსტაზე: hr@pepsi.ge. პოზიციის დასახელება " მერჩენდაიზერი თბილისი მოლში“ უნდა იყოს მითითებული ელფოსტის სათაურში ("subject"-ში). ან, შემდეგ ტელეფონის ნომერზე დაგვიკავშირდით +995 595091132. 
დაკავშირება მოხდება, მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.  
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა:  12 ივლისი, 2025 წელი.
კომპანია “ იბერია რეფრეშმენტსში“  თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და შეინახება, არაუმეტეს, 1 წლის ვადით. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.