შპს „რესტოაუდიტი“ ეძებს გუნდს ახალ წევრს გაყიდვების მენეჯერი პოზიციაზე.
თუ თვლით, რომ გაყიდვები თქვენი ძლიერი მხარეა, ხართ შედეგზე ორიენტირებული და ამასთანავე გსურთ განვითარება ძლიერი და პროფესიონალური გუნდის გარემოში — ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა.
ძირითადი მოვალეობები:
- ახალი კლიენტების მოძიება და მოზიდვა;
- კომპანიის სერვისების წარდგენა და პრეზენტაცია პოტენციური კლიენტებისთვის;
- მოლაპარაკებების წარმოება და ურთიერთობების დამყარება/განვითარება;
- გაყიდვების პროცესის სრულფასოვანი მართვა პირველ კონტაქტიდან კონტრაქტის გაფორმებამდე;
- ბაზრის ანალიზი და გაყიდვების ახალი შესაძლებლობების მოძიება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel, PowerPoint);
- აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
- პრიორიტეტულია პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
რას გთავაზობთ ჩვენ:
- მეგობრულ და პროფესიონალურ გარემოს;
- კონკურენტულ ანაზღაურებას: ფიქსირებულ ანაზღაურებას + საბონუსე სისტემას გაყიდვების შედეგების მიხედვით;
- კარიერული ზრდისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: HR@Restoaudit.ge
გთხოვთ, წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: „გაყიდვების მენეჯერი“