კლიენტებთან კომუნიკაციის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი APG Georgia
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ქართული, ინგლისური
გაყიდვები: კლიენტების მომსახურების მენეჯერი
APG Georgia აცხადებს ვაკანსიას კლიენტებთან კომუნიკაციის მენეჯერის თანამდებობაზე

კომპანიის შესახებ:
170-ზე მეტ ქვეყანაში მდებარე 100-ზე მეტი ოფისით, APG წარმოადგენს მსოფლიოს უმსხვილეს და ყველაზე წარმატებულ ავიახაზების წარმომადგენლობის ქსელს, APG ქმნის პროდუქტებს და სერვისებს ავიაკომპანიებისთვის, თანამშრომლობს 250-ზე მეტ ავიაკომპანიასთან. APG ქსელი წარმოადგენს მსოფლიოში ავიახაზების მომსახურებების წამყვან ქსელს.
APG Georgia საქართველოში 2013 წელს დაარსდა, მას შემდეგ იგი საქართველოს ბაზარზე წარმოადგენს შემდეგ ავიაკომპანიებს: Air France – KLM. Qatar Airways Cargo, Philippine Airlines, Kenya Airways, United Cargo. SunExpress.

სამუშაოს ძირითადი პასუხისმგებლობები:
  • მომხმარებლის მხარდაჭერა:
  • სატელეფონო და ელექტრონული წერილების საშუალებით მგზავრებისა და ტურისტული სააგენტოების დახმარება;
  • ფრენებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება (გრაფიკები, ტარიფები, ბარგის წესები, ჯავშნების პირობები);
  • ჯავშნების ცვლილება, გაუქმება და სპეციალური მოთხოვნების მართვა.
  • ბილეთების გაყიდვა და დამუშავება:
  • ავიაბილეთების გაყიდვა და ჯავშნა Amadeus სისტემაში;
  • ბილეთების გამოტანა, გადაცემა, დაბრუნებებისა და ჯარიმების დამუშავება.
  • აქციებისა და ჯგუფური ჯავშნების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • ტურისტულ სააგენტოებისა და პირდაპირი კლიენტების დახმარება;
  • მგზავრთა მონაცემების კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა;
  • კომპანიის სოციალური მედიისთვის საინფორმაციო მასალის მომზადება და განთავსება;
  • ავიაკომპანიებისა და APG-ის პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მეილის საშუალებით.

კოორდინაცია და ანგარიშგება:
  • მომხმარებელთან კომუნიკაცია საჭიროების შემთხვევაში;
  • შეფერხებული ფრენების, გაუქმებებისა და სხვა არარეგულარული ოპერაციების შესახებ ანგარიშების მომზადება;
  • თანამშრომლობა აეროპორტის და ავიაკომპანიის წარმომადგენლებთან.
  • თანამშრომლობა ტურისტულ სააგენტოებთან:
  • ტექნიკური და საკონსულტაციო მხარდაჭერა სააგენტოებისათვის;
  • ბილეთების გამოწერისა და საფასო პოლიტიკის საკითხებში კონსულტაციები.
  • გაუთვალისწინებელი შემთხვევების მართვა:
  • მგზავრებისთვის გადაჯავშნისა და ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა შეფერხებების დროს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სამუშაო გამოცდილება ავიაციისა და ტურიზმის სფეროში მომხმარებლის მხარდაჭერის ან გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე;
  • Amadeus სისტემის მუშაობის გამოცდილება;
  • ქართულისა და ინგლისურ ენებზე სრულყოფილი კომუნიკაციის უნარი (საუბრისა და წერის დონეზე);
  • დეტალებზე ზუსტი და ყურადღებიანი მუშაობა;
  • სტრესულ გარემოში საქმიანობის უნარი;
  • კარგი მოსმენის, მოლაპარაკებისა და წარდგენის უნარები;
  • ძლიერი საკომუნიკაციო უნარები და მოთმინება;
  • ავიაბილეთების ტარიფებისა და გაყიდვის პროცესის ღრმა ცოდნა;
  • სოციალური მედიის მართვის გამოცდილება სასურველია;
  • პრიორიტეტი მიენიჭება ავიაციის/ტურიზმის სფეროში მუშაობის გამოცდილ კანდიდატებს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მხოლოდ ინგლისურ ენაზე:info@apggeorgia.com
კანდიდატების განხილვის ბოლო ვადა 10 ივლისი 2025 წ.