ოპერატორ-კონსულტანტი

თბილისი სრული განაკვეთი ნისანის ცენტრი
მივლინება: არა ხელფასი: 1000 +ბონუსი
ენები: ინგლისური
გაყიდვები: ავტომობილი, ავტონაწილები, გაყიდვების კონსულტანტი
იაპონური საავტომობილო კომპანია NISSAN -ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში „ჯეო ავტო 1“ (ნისანის ცენტრი) ეძებს გუნდის ახალ წევრს ოპერატორ-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე; შაბათი - 10:00 სთ- 16:00 სთ-მდე
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 (ხელზე ასაღები) ლარი + ბონუსი;
მისამართი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი #54

ძირითადი ფუნქციები/მოვალეობები:
  • მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა, შოურუმში წარმოდგენილ მოდელებზე, ავტომობილის ფუნქციების ახსნა და ეფექტური პრეზენტაცია. ასევე, ინფორმაციის მიწოდება არსებულ საბანკო და საფინანსო პროდუქტების შესახებ;
  • ბრენდის პროდუქტებით დაინტერესებული ნებისმიერი პირისათვის რელევანტური და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება - მათ შორის ისეთი არხების მეშვეობით როგორიც არის სატელეფონო ზარი ან/და ციფრულ მედიაში დაფიქსირებული ინტერესი როგორც საცალო ასევე კორპორატიული კლიენტების მოზიდვა და მათთან ინდივიდუალური მუშაობა;
  • გამოცხადებული შესყიდვების მუდმივი მონიტორინგი და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება;
  • როგორც საცალო ასევე კორპორატიული მომხმარებელთა სპეციალური შეკვეთების მიღება/დამუშავება;
  • პრაის ლისტების შედგენა და მუდმივი განახლება;
  • მომხმარებელთა მონაცემთა ბაზის შექმნა/მართვა; მუდმივი კომუნიკაცია მომხმარებლებთან;
  • ავტომობილის გაყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება (ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი);
  • საავტომობილო ინდუსტრიის სიახლეების გაცნობა, საავტომობილო ტექნოლოგიების ზედმიწევნით კარგი ცოდნა. მოდელების ფუნქციების შესწავლა და პრეზენტირება

სავალდებულო მოთხოვნები:
  • სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა;
  • სასურველია კომერციული მიმართულებით საავტომობილო გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • კომუნიკაბელურობა;
  • Microsoft Office-ის ცოდნა

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე, ელექტრონულ მისამართზე: geo5auto@gmail.com