ციფრული მარკეტინგის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი დეველოპერული კომპანია
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ინტერნეტ მარკეტინგი
დეველოპერული კომპანია  აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე. 
 
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:  
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს; 
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს. 
 
ფუნქცია - მოვალეობები 
  • ჰოლდინგში შემავალი ბრენდების სარეკლამო/ედვერთაიზინგ-კამპანიების დაგეგმვა/განხორციელება, პროცესისა და შედეგების მონიტორინგი, წინასწარ დადგენილი მეტრიკების შესაბამისად; 
  • Meta Ads (Facebook, Instagram), Google Ads, YouTube, TikTok Ads და სხვა ციფრულ პლატფორმებზე მუშაობა, ჰოლდინგში შემავალი ბრენდების ედვერთაიზინგ-საჭიროებების შესაბამისად; 
  • სარეკლამო აქტივობების მართვა ონლაინ/ოფლაინ არხების მეშვეობით, მომხმარებელთა ქცევის ანალიზი და მისი გათვალისწინება ედვერთაიზინგის დაგეგმვისას/სამუშაო პროცესში; 
  • ეფექტური კომუნიკაცია და კოორდინაცია მარკეტინგის, გაყიდვებისა თუ სხვა დეპარტამენტების თანამშრომლებთან, შიდა/გარე პირებთან/სააგენტოებთან, მათ შორის ჰოლდინგში შემავალი ბრენდების პარტნიორებთან, ედვერთაიზინგის კუთხით სხვადასხვა სერვისის მომწოდებლებთან; 
  • ედვერთაიზინგისთვის საჭირო ბიუჯეტის განსაზღვრა/მართვა და ხარჯების ოპტიმიზაცია; 
  • ედვერთაიზინგ აქტივობების შედეგების ანალიზი, ედვერთაიზინგ-არხების უწყვეტი მონიტორინგი და ტენდენციებზე დაკვირვება, ტესტირება/ექსპერიმენტირება და სათანადო რეპორტების მომზადება, საჭიროებისამებრ; 
  • SEO/SEM - საძიებო სისტემების შეფასება/ოპტიმიზაცია ბრენდის ცნობადობის გაზრდის მიზნით, გასაუმჯობესებელ საკითხთა ინიცირება უშუალო ხელმძღვანელთან; 
  • ბაზრისა და კონკურენტების კვლევა ედვერთაიზინგ-სტრატეგიის გაუმჯობესების მიზნით, ჰოლდინგში შემავალი ბრენდების ძირითად ღირებულებებსა და მისიაზე დაყრდნობით; 
  • ბრიფების დამუშავება/მომზადება მარკეტინგის გუნდის შესაბამისი როლის მქონე წევრებისთვის, ედვერთაიზინგის მიზნებიდან გამომდინარე; 
  • ედვერთაიზინგ-სტრატეგიის ჩამოყალიბება ჰოლდინგში შემავალი ბრენდების მიზნებისა და სამიზნე აუდიტორიის მახასიათებლების გათვალისწინებით; 
  • მონაწილეობის მიღება ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის ჩამოყალიბებაში; 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; 
  • განათლება მარკეტინგის მიმართულებით; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა; 
  • ინგლისური და რუსული ენიც ცოდნა; 
 
სამუშაო პირობები: 
  • სამუშაო გრაფიკი : ორშაბათი-პარასკევი : 10:00 – 19:00. 
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ 2025 წლის  13 ივლისის ჩათვლით  გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე :  HR@bsp.com.ge  და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება. 
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან. 
 
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. 
 
გისურვებთ წარმატებას!