ბუღალტერ-ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი მასტერ თრეიდი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერ-ოპერატორი
“მარს - ვრიგლის“ (სნიკერსი) ოფიციალური პარტნიორი საქართველოში “მასტერ თრეიდი” აცხადებს  ვაკანსიას  ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.
კომპანიასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: http://master-trade.ge/home

მოვალეობები:
  • საბუღალტრო პროგრამებში მუშაობა;
  • პროგრამაში პირველადი დოკუმენტების შეყვანა/დამუშავება;
  • ელ.ზედნადებების და ფაქტურების გამოწერა/მიღება;
  • ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება;
  • საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვა, დაარქივება და კონტროლი;
  • ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა რელევანტური დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ბიზნესის და ეკონომიკის მიმართულებით;
  • ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • საბუღალტრო დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება (ზედნადები, ფაქტურები RS.ge- ზე)
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Excel);

პიროვნული მახასიათებლები:
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

პირობები:
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 -17:00 სთ
  • ანაზღაურება: ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით.
  • ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
  • დაქვემდებარება: ფინანსური დეპარტამენტი

ჩვენ გთავაზობთ პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას, მეგობრულ სამუშაო გარემოს, და რაც მთავარია განვითარების, კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ  CV  შემდეგ   ელექტრონულ მისამართზე :  hr@master-trade.ge  და მიუთითოთ  ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!