ანაზღაურებადი სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში

მივლინება: არა ხელფასი: 600
ენები: ინგლისური, რუსული
იურიდიული: სტაჟიორი (იურიდიული)
ვეტერინარული კომპანია „ინვეტი“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას იურიდიულ დეპარტამენტში.

შპს „ინვეტი“ საქართველოში ვეტერინარულ სფეროში მოღვაწე ლიდერი კომპანიაა, რომელიც 20 წელზე მეტია ამარაგებს ქვეყანას მაღალხარისხიანი ევროპული პროდუქციით და ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს ISO სტანდარტების შესაბამისად.
ინვეტმა 2 წელზე მეტია აქტიურად დაიწყო ზოო მაღაზიების ქსელის გაფართოება, სადაც წარმოდგენილია ექსკლუზიური ბრენდები.
დღეის მდგომარეობით ინვეტი წარმოდგენილია 29 ფილიალით საქართველოს მასშტაბით.
“ინვეტი”-ს დისტრიბუციის სამსახური ფარავს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს და უზრუნველყოფს სრულ ვეტერინარულ მომსახურებას. კომპანიამ შექმნა ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოება და ქ. მცხეთაში ააშენა ფრინველებისა და ცხოველების საკვების დამამზადებელი მაღალტექნოლოგიური ქარხანა.

სამუშაო განაკვეთი: შეთანხმებით
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე (სტაჟირების შემდეგ განიხილება კანდიდატთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება)
სტაჟირების ანაზღაურება: 600 ლარი

ძირითადი მოვალეობები:
  • იურისტის დავალებით მომზადებული დოკუმენტების ტექნიკური გაფორმება (სასამართლო/საარბიტრაჟო წერილები, შუამდგომლობები, განცხადებები და სხვა);
  • იურიდიული დოკუმენტების სისტემატიზაცია;
  • სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებთან კავშირის უზრუნველყოფა (წერილების გადაგზავნა, სხდომების გადამოწმება და სხვა);
  • კალენდარული კონტროლი დადგენილი ვადების დაცვაზე (სასამართლო სხდომები, სარჩელების წარდგენა და სხვა);
  • იურისტის ინსტრუქციების შესაბამისად დოკუმენტაციის შედგენა და ჩასწორება;
  • კლიენტებთან კომუნიკაციის მხარდაჭერა (დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა, კონსულტაციის დროის შეთანხმება და ა.შ.);
  • იურიდიული ფაილების ელექტრონული და ფიზიკური დაარქივება;
  • კომუნიკაცია საჯარო და კერძო უწყებებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან/და კურსდამთავრებული;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • MS Office-ის (Word, Excel, Power Point) ცოდნა;

პიროვნული თვისებები:
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • სწორი კომუნიკაციის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

„ინვეტი“ გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული ზრდის საშუალებას, კრეატიული იდეების გაზიარების შესაძლებლობას. კომპანია მუდმივად ზრუნავს კადრების განვითარებაზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე hr@invet.com.ge არაუგვიანეს 2025 წლის 13 ივლისამდე და ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე კომპანიის მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებებს!