ქოლ-ცენტრის ოპერატორი / არასრული განაკვეთი

თბილისი ნახევარი განაკვეთი მისტერ მასტერი
მივლინება: არა ხელფასი: 800 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ადმინისტრაცია: ქოლ ცენტრის ოპერატორი
გსურს სტუდენტობის პარალელურად იმუშაო ან გჭირდება სამსახური მოქნილი გრაფიკით?

„მისტერ მასტერი“ ეძებს ქოლ-ცენტრის ოპერატორს არასრული განაკვეთით!

გრაფიკი: კვირაში მხოლოდ 4 დღე (35 საათი) — თავისუფალი დროის მენეჯმენტი შენს ხელშია!
ანაზღაურება: 800₾ (NET) + ბონუსი 150–200 ₾
საპენსიო დანაზოგი? დაგიფარავთ შენს წილ 2%-ს - როცა დრო მოვა, ეგეც გამოგადგება
ლოკაცია: თბილისი, საბურთალო, უნივერსიტეტის ქ. 24

რატომ უნდა მოხვიდე ჩვენთან?
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურს კომპანია დაფარავს
  • გექნება ჯანმრთელობის დაზღვევა — იმიტომ, რომ შენი ჯანმრთელობა ჩვენთვის პრიორიტეტულია
  • სტანდარტული საკომპენსაციო პაკეტის ფარგლებში – ჩვენთან რომ იმუშავებ, კომპანიის სერვისები შენთვის “family discount”-ით იქნება
  • აქ დაგხვდება მეგობრული გარემო, კომფორტი და მხარდამჭერი გუნდი

როგორი იქნება შენი დღე ჩვენს გუნდში?
  • კლიენტების ზარების მიღება და პირველადი კომუნიკაცია შენი პასუხისმგებლობა იქნება
  • მომხმარებლებს გააცნობ სერვისებს, ფასდაკლებებს, აქციებს — შენ ხარ პირველი შთაბეჭდილება
  • ეხმარები მომხმარებლებს სწორად და დროულად პრობლემების მოგვარებაში ( ჩათვალე ჩვენი „112“ ხარ)
  • თუ შეკვეთასთან გართულებაა, ამაზეც არ ღელავ — ხელმძღვანელი ყოველთვის აქვეა

თუ ამ პუნქტებში საკუთარ თავს იცნობ — უკვე იცი სადაცაა შენი ადგილი
  • ფლობ ინგლისურს სასაუბრო დონეზე — ისე, რომ მომხმარებელთან დიალოგის არ გეშინია
  • სწავლობ ან უკვე დაამთავრე უნივერსიტეტი 
  • გაქვს მომსახურების სფეროში 1 წლამდე გამოცდილება —მაგრამ თუ დაგვაჯერებ, რომ მომხმარებელთან ურთიერთობა „სისხლში“ გაქვს, გავითვალისწინებთ გამოცდილების გარეშეც.

მზად ხარ ახალი გამოწვევისთვის?
მაშინ გამოაგზავნე შენი CV: Vanacy@mrmaster.ge გთხოვთ, სათაურის ველში (Subject Title) მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ქოლ-ცენტრის ოპერატორი/არასრული განაკვეთი".

"მისტერ მასტერი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!