მარკეტინგის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი მისტერ მასტერი
მივლინება: არა ხელფასი: 1500
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR: მარკეტოლოგი
კომპანია "მისტერ მასტერი" ეძებს  მარკეტინგის სპეციალისტს – ადამიანს, ვისაც შეუძლია  სტრატეგიული ფიქრი და მასთან ერთად ამ იდეების განხორციელება.  

სამუშაო პირობები: 
  • მოქნილი გრაფიკი — შედეგზე ვართ ორიენტირებული და არა ოფისში დახარჯულ საათებზე. 
  • ლოკაცია: ქ.თბილისი, უნივერსიტეტის #24.  
 
რას ველით შენგან: 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის ან კომუნიკაციების მიმართულებით); 
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე  
  • საოფისე პროგრამების ცოდნა  
  • ინგლისური ენის ფლობა მაღალ დონეზე (კომუნიკაცია, წერა და ცოტაოდენი კრეატიულობა ამ ენაზეც დაგჭირდება). 
 
აუცილებელი უნარები: 
  • მომხმარებელზე და ხარისხიან მომსახურებაზე ორიენტირებულობა — ჩვენთან ხალხის კმაყოფილება KPI-ია 
  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და მულტიტასქინგის უნარი — მარკეტინგი ერთდროულად ბევრ რამეს მოიცავს 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა  
  • ანალიტიკური ხედვა — მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაციას ბოლომდე ჩაწვდე და არა მხოლოდ ზედაპირზე დააკვირდე. 
 
შენი ძირითადი ამოცანები იქნება: 
  • კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიების დაგეგმვა და ყოველდღიური ოპერაციული მართვა 
  • სოციალური მედიის მენეჯმენტი (არა მხოლოდ რეკლამების განთავსება, არამედ კონტენტის სტრატეგია და ზრდის ანალიზი) 
  • ვებ-გვერდის მართვა და შინაარსის განახლება 
  • კომუნიკაცია დიზაინერებთან და სარეკლამო მასალების კოორდინაცია 
  • გაყიდვების სტიმულირებაზე ორიენტირებული კამპანიების შექმნა და შესრულება 
  • კომპანიის ვიზუალური და სარეკლამო მასალების ორგანიზება – საჩუქრები, უნიფორმები, მანქანის ბრენდირება და სხვა დეტალები 
  • მომხმარებელთა ლოიალურობის პროგრამებისა და აქციების დაგეგმვა 
  • ყოველთვიური რეპორტინგი – შედეგები, დაკვირვებები, რეკომენდაციები 

ანაზღაურება და ბენეფიტები: 
  • ფიქსირებული ანაზღაურება: 1500₾ (ხელზე) 
  • ბონუსი – კვარტალური შედეგებიდან გამომდინარე (KPI performance-based) 
  • კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა 
  • სტანდარტული საკომპენსაციო პაკეტი კომპანიის პოლიტიკის მიხედვით 
 
თუ თავს ამ პოზიციაზე ხედავ და ფიქრობ, რომ შენი იდეებით „მისტერ მასტერს“ კიდევ უფრო წარმატებულ ბრენდად აქცევ, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@mrmaster.ge  
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითე:  “მარკეტინგის სპეციალისტი“