ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი, საქართველოს კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში ერთ ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური კლინიკა აცხადებს ვაკანსიას : ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ჩაჩავას 1
სამუშაოს მიზანი:
ადამიანური რესურსების მენეჯერი პასუხისმგებელია ორგანიზაციაში HR სტრატეგიის დაგეგმვაზე, განხორციელებასა და მონიტორინგზე. ის უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციური და მოტივირებული კადრების შენარჩუნებას, განვითარებასა და შრომით კანონმდებლობასთან შესაბამისობას.
ძირითადი მოვალეობები:
- HR სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება კომპანიის მიზნებისა და ღირებულებების შესაბამისად;
- რეკრუტინგის, შერჩევისა და ადაპტაციის პროცესის ორგანიზება და ზედამხედველობა;
- თანამშრომელთა პროფესიული განვითარების პროგრამების დაგეგმვა და მართვა;
- შრომითი კონტრაქტების, ანაზღაურების, ბენეფიტებისა და სხვა პოლიტიკების მართვა;
- თანამშრომელთა შეფასების სისტემის დანერგვა და ოპტიმიზაცია;
- კონფლიქტური სიტუაციების მართვა და შრომითი დისციპლინის უზრუნველყოფა;
- შრომის კანონმდებლობის დაცვა და მის ცვლილებებზე მუდმივი მონიტორინგი;
- HR ანალიტიკის წარმოება და მენეჯმენტისთვის შესაბამისი ანგარიშგება;
- კორპორაციული კულტურისა და თანამშრომელთა ჩართულობის გაზრდაზე ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ადამიანურ რესურსებში, მენეჯმენტში ან შესაბამის სფეროში;
- მინიმუმ 3-5წლიანი სამუშაო გამოცდილება HR მენეჯერის ან მსგავს პოზიციაზე;
- შრომის კოდექსისა და შრომითი სამართლის ცოდნა;
- რეკრუტინგის, შეფასების, ტრენინგისა და განვითარებისა გამოცდილება;
- ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- HR პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლიანი და ორგანიზებული;
- ეთიკური და კონფიდენციალობის დაცვაზე ორიენტირებული;
- მოქნილი და ადაპტირებადი ცვლილებების მიმართ;
- გუნდური მოთამაშე და ლიდერი.