სტაჟიორი ქარელის იუსტიციის სახლში

ქარელი სრული განაკვეთი იუსტიციის სახლი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
საჯარო სამსახური: საჯარო სამსახური (ზოგადი)
სსიპ „იუსტიციის სახლი“ აცხადებს ვაკანსიას ქარელის იუსტიციის სახლში სტაჟიორების შესარჩევად. კონკურსი ცხადდება ერთ პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქარელის იუსტიციის სახლი

იუსტიციის სახლი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო სერვისების უმრავლესობაა მოქცეული. იუსტიციის სახლის ძირითად ფუნქციას მომხმარებლისათვის ერთი ფანჯრის პრინციპით, კომფორტულ გარემოში, მარტივი პროცედურებითა და მაღალი ხარისხით, სერვისების მიწოდება წარმოადგენს. შესაბამისად, მისი საქმიანობა მუდმივად მიმართულია მომსახურების ხარისხის განვითარებაზე, ხელმისაწვდომობის ზრდასა და მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი და ინოვაციური სერვისების შეთავაზებაზე. მარტივი პროცედურებისა და მრავალფეროვანი სერვისების დანერგვით, სწრაფი და ეფექტური ნაბიჯების გადადგმით, იუსტიციის სახლი მნიშვნელოვნად ამარტივებს მოქალაქეების ურთიერთობას სახელმწიფოსთან. ყოველდღიურად, მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედ ფილიალებში, 20 000-ზე მეტ საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეს 500-მდე სერვისს აწვდის. 
თუ გსურთ, გახდეთ იუსტიციის სახლის გუნდის წევრი, მზად ხართ განვითარებისა და კარიერული წინსვლისთვის მიჰყევით ბმულს, გაიარეთ რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე https://www.hr.gov.ge/ და მისი საშუალებით გამოაგზავნეთ განაცხადი შესაბამის ვაკანსიაზე - სტაჟიორი ქარელის იუსტიციის სახლში.



განცხადებების გაკეთების ბოლო ვადაა 21.06.2025

გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე