შეფუთვის ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი HH Recruitment
მივლინება: არა
განათლება: საშუალო განათლება გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
წარმოება/ოპერაციები: ხაზის ოპერატორი
HH Recruitment აცხადებს ვაკანსიას შეფუთვის ოპერატორის პოზიციაზე, ერთ-ერთი წყლის მწარმოებელი კომპანიისთვის, ქ.თბილისში.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • მანქანის ინსტრუქციის ცოდნა;
  • სამუშაოს დაწყების წინ მანქანის ოპერატიული მომზადება;
  • მანქანის სამუშაო ციკლის უწყვეტად მართვა;
  • სამუშაოს ხელშემშლელი პირობების ცოდნის გამომჟღავნება;
  • ცელოფნისა და კარდონის დროული და შეუფერხებელი მიწოდება;
  • ღუმელის ტემპერატურის დარეგულირება;
  • წარმოებული პროდუქციის შეფუთვა კომპანიის სტანდარტების მიხედვით;
  • მანქანის გადაკეთების შესაძლებლობა სხვადასხვა ტიპის შეფუთვაზე მოცემული დროის მიხედვით;
  • ჰაერისა და მზა პროდუქციის კონვეირებზე წაქცეული ან გაჭედილი ბოთლის გასწორება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია შეფუთვის ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება, წყლის/გამაგრილებელი სასმელის/კვების წარმოების ინდუსტრიაში.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მითითებულ მეილზე: recruitment21@hh.ge