HR ბიზნეს პარტნიორი

თბილისი სრული განაკვეთი ბაზისბანკი
მივლინება: არა
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
საბანკო: საბანკო(ზოგადი)
ს.ს “ბაზისბანკი“  აცხადებს ვაკანსიას  HR ბიზნეს პარტნიორის პოზიციაზე საცალოს მიმართულებით ქ. თბილისში. 

მოვალეობები: 
  • საცალო ბიზნესის მიმართულების მენეჯერების მხარდაჭერა თანამშრომლებთან დაკავშირებული საკითხების მართვაში; 
  • თანამშრომელთა კმაყოფილების გასაზომად სხვადასხვა მეტრიკების შემუშავება / მართვა, მიღებული შედეგების ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება; 
  • მენეჯერების მხარდაჭერა ბიუჯეტირების პროცესში; 
  • მენეჯერების მხარდაჭერა საკომპენსაციო / საბონუსე პოლიტიკების შემუშავებაში; 
  • თანამშრომელთა არამატერიალური წახალისების პროგრამების შემუშავება; 
  • პორტფელში არსებული მენეჯერების მხარდაჭერა / კონსულტირება სხვადასხვა HR პროცესებთან დაკავშირებით; 
  • ახალი თანამშრომლების ონ-ბორდინგის პროცესის უზრუნველყოფა; 
  • Exit Interview-ს პროცესის მართვა, შედეგების ანალიზი; 
  • დებულებების, სტრუქტურების, სამუშაო აღწერილობების შექმნა / განახლება. 

მოთხოვნები: 
  • საბანკო სექტორში მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება; 
  • HR-ის მიმართულებით მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება. 

უნარები: 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი; 
  • ანალიტიკური აზროვნება. 


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2025  წლის 30 ივნისის  ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge , სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება. 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. 
გისურვებთ წარმატებას!