HVAC დრაფტერი/დამწყები ინჟინერი

თბილისი სრული განაკვეთი ბაუმერი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: ვენტილაცია/გათბობა/კონდიცირება (HVAC)
კომპანია Baumer - ბაუმერი ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი პროფილით პოზიციონირებს: 
საინჟინრო სისტემების პროექტირება. 
საინჟინრო სისტემებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალის იმპორტი. 
საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება. 
დღეისათვის ბაუმერს არაერთი მსხვილი და რეგიონალური მნიშვნელობის პროექტი აქვს შესრულებული. 
ბაუმერის გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიჰყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს. 
კომპანია აცხადებს ვაკანსიას HVAC დრაფტერის (დამწყები ინჟინერი) პოზიციაზე. 

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები: 
  • HVAC პროექტების ტექნიკური ნახაზების მომზადება და მოდელირება უფროსი ინჟინრის ხელმძღვანელობით 
  • ნახაზების მომზადება AutoCAD-ში და სასურველია Revit-შიც 
  • პროექტანტების მხარდაჭერა 
  • ტექნიკური ნახაზების დეტალიზაცია 
  • AS built-ების მომზადება 
  • კლიენტისგან მიღებული არქიტექტურული ნახაზის წაკითხვა 
  • კომპეტენციიდან/კვალიფიკაციიდან გამომდინარე პრობლემების გამოვლენა, დიაგნოზის დასმა, დასკვნის/შეფასების მომზადება და აღნიშნული პრობლემის მოგვარება 
  • სასურველია საჭიროების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მოსამზადებლად ობიექტის შესწავლა ინჟინერ-ინსტალატორების გუნდთან ერთად 
  • პროექტში ცვლილებების შეტანა 
  • HVAC სისტემებში გამოყენებული სხვადასხვა მწარმოებლების პროდუქციის მახასიათებლების და ფუნქციების შესწავლა და სიახლეების შესახებ ცოდნის მუდმივი განახლება 
  • ხელმძღვანელის ინფორმირება განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ 
  • კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება 

მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება ტექნიკური ან არქიტექტურული მიმართულებით 
  • 0-1 წლიანი გამოცდილება MEP პროქტების და HVAC სისტემების მიმართულებით, 

პროფესიული უნარები: 
  • შრომისმოყვარე 
  • ორგანიზებულობა 
  • ტექნიკური ანალიზის უნარი 
  • AutoCAD ცოდნა 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა 
  • საოფისე პროგრამებისა და შესაბამისი საინჟინრო კომპიუტერული პროგრამების ცოდნა 
  • გუნდური მუშაობა 
  • დროის ეფექტიანად მართვის უნარი 
  • მოტივირებული 
  • მიზანდასახული 
  • პასუხისმგებლიანი 

სამუშაო განაკვეთი - ორშაბათი- პარასკევი ორშაბათი–პარასკევი -10:00–19:00 ან 09.00-18:00. 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@baumer.ge  და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.