ხანძარქრობა/ წყალმომარაგების დრაფტერი

თბილისი სრული განაკვეთი ბაუმერი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
სამშენებლო, უძრავი ქონება: კომპიუტერული გრაფიკა/CAD
კომპანია Baumer - ბაუმერი ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი პროფილით პოზიციონირებს:
საინჟინრო სისტემების პროექტირება.
საინჟინრო სისტემებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალის იმპორტი.
საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება.

დღეისათვის ბაუმერს არაერთი მსხვილი და რეგიონალური მნიშვნელობის პროექტი აქვს შესრულებული.
ბაუმერის გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიჰყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ხანძარქრობა/ წყალმომარაგების დრაფტერის (დამწყები) პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:
Plumbing სისტემები:
  • წყლის მიწოდების, გაყვანილობის, სანიაღვრე და შიდა წყალარინების მარშრუტების ნახაზების მომზადება AutoCAD-ში ან Revit-ში
  • სანიტარული კვანძების ტექნიკური ნახაზების დამუშავება (WC, Basin, Shower, Kitchen)
  • აღჭურვილობების სქემატური განლაგება არქიტექტურულ ნახაზებზე
  • კოორდინაცია სხვა სისტემებთან (HVAC, არქიტექტურა)

ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები:
  • sprinkler-ების, standpipe-ების, სამომხმარებლო ჰიდრანტების განლაგება პროექტის შიდა სივრცეებში
  • მარშრუტების შედგენა მითითებული დიზაინერისგან მიღებული მონაცემების საფუძველზე
  • ტექნიკური დეტალების დაფიქსირება (მილის დიამეტრი, სიმაღლე, ჩამკეტი სარქველები, ქვე-ბოქსები)

საერთო ტექნიკური ფუნქციები:
  • პროექტებზე მხარდაჭერა
  • ნახაზებზე სიმბოლოების, ნიშნულების, ლეგენდებისა და ფერების თანხვედრის უზრუნველყოფა
  • ნახაზების კორექტირება კოორდინაციის შედეგად მიღებული ცვლილებების მიხედვით
  • ტექნიკური დირექტორისა და მიმართულების ინჟინრის მითითებების შესრულება

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
  • მსგავს სფეროში 0.5-1 წლიანი გამოცდილება;
  • MEP პროექტების და HVAC სისტემების მართვის მიმართულებით გამოცდილება.

პროფესიული უნარები:
  • ორგანიზებულობა, 
  • ტექნიკური ანალიზის უნარი,
  • გუნდური მუშაობა, 
  • სისწრაფე, 
  • დისციპლინა,

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@baumer.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.