ხანძარქრობა / წყალმომარაგების ხელმძღვანელი

თბილისი სრული განაკვეთი ბაუმერი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: სანტექნიკა სამშენებლო, უძრავი ქონება: მშენებლობა(ზოგადი)
კომპანია Baumer - ბაუმერი ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი პროფილით პოზიციონირებს:
  • საინჟინრო სისტემების პროექტირება.
  • საინჟინრო სისტემებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალის იმპორტი.
  • საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება.

დღეისათვის ბაუმერს არაერთი მსხვილი და რეგიონალური მნიშვნელობის პროექტი აქვს შესრულებული.
ბაუმერის გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიჰყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ხანძარქრობა / წყალმომარაგების (Plumbing) ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:
  • პროექტების მართვა
  • სპეციფიკაციის შემუშავება
  • ობიექტის ტექნიკური ზედამხედველობა
  • სისტემების პროექტირება და ინჟინერული გადაწყვეტილებები
  • გუნდზე პასუხისმგებლობა
  • შესყიდვებთან და კომერციასთან კოორდინაცია
  • რეგულარული ანგარიშგება და ჩართულობა პროექტებში
  • ხელმძღვანელობა პროექტების ტექნიკური დაგეგმვისა და სისტემების დიზაინის (წყალმომარაგება, წყალარინება, სანიაღვრე, ხანძარსაწინააღმდეგო)
  • შემოწმება და დამტკიცება განყოფილების მიერ მომზადებული ნახაზებისა და დოკუმენტაციის
  • პასუხისმგებელია სისტემების გამართულ მუშაობაზე მშენებლობის/მონტაჟის ეტაპზე
  • გუნდური მართვა, კოორდინაცია და თანამშრომელთა განვითარება
  • დავალებების გადანაწილება და ტექნიკური მენტორობა
  • გუნდის წევრების შესრულების შეფასება და ტექნიკური კომპეტენციების გაძლიერება
  • თანამშრომლობა არქიტექტურულ, HVAC და ელექტრო გუნდებთან სივრცისა და სისტემების გადაკვეთის პროცესში
  • პროექტის რისკებისა და სირთულეების შეფასება
  • საჭიროებისამებრ მონაწილეობის მიღება ტენდერის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებასა და ტექნიკურ პრეზენტაციებში
  • პროექტის ტექნიკური ზედამხედველობა

მოთხოვნები:
  • უმაღლესი ტექნიკური განათლება; (ინჟინერი)
  • სამშენებლო-საინჟინრო პროექტებზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
  • MEP პროექტების და HVAC სისტემების მართვის ცოდნა
  • ხელმძღვანელობის უნარები და პერსონალის მენეჯმენტის გამოცდილება;
  • აუცილებელია ტექნიკური ინგლისურის ცოდნა.

პროფესიული უნარები:
  • ორგანიზებულობა
  • ტექნიკური ანალიზის უნარი
  • ლიდერული უნარი
  • სტრატეგიული ხედვა
  • გუნდური მუშაობა
  • მოტივირებული
  • მიზანდასახული
  • პასუხისმგებლიანი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@baumer.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.