ქიმწმენდის ადმინისტრატორი

თბილისი სრული განაკვეთი CleanArt Company
მივლინება: არა ხელფასი: 1250
ენები: ინგლისური, რუსული
დასუფთავება: ქიმწმენდა
„CleanArt Company“ აცხადებს ვაკანსიას „ქიმწმენდის ადმინისტრატორის“ პოზიციაზე. 
სამუშაო ადგილი: თბილისი 
ანაზღაურება: 1250 ლარი (ხელზე ასაღები / Net) 

სამუშაო გრაფიკი – მცოცავი ცვლა: 
  • დილის ცვლა: 08:30 – 15:00 
  • საღამოს ცვლა: 15:00 – 22:00 
  • შაბათი: 10:00 – 20:00 (ერთი ადმინისტრატორი) 
  • კვირა: 10:00 – 20:00 (მეორე ადმინისტრატორი) 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • მომხმარებლისგან ტანსაცმლის მიღება და რეგისტრაცია; 
  • მიღებული ნივთების აღწერა პროგრამაში ან ჟურნალში; 
  • ინდივიდუალური ნომრის მინიჭება თითოეულ ნივთზე; 
  • ჩაბარების ქვითრის გაცემა; 
  • დამუშავებული ტანსაცმლის მზადყოფნის შემთხვევაში მომხმარებლის ინფორმირება (ზარი ან შეტყობინება); 
  • გამზადებული ტანსაცმლის გადაცემა; 
  • სალაროს მართვა და ზუსტი ფინანსური აღრიცხვა; 
  • მომსახურების ხარისხზე ზედამხედველობა; 
  • კლიენტებთან კომუნიკაცია და მომსახურების სტანდარტების დაცვა; 
  • სამუშაო სივრცის სისუფთავეზე ზრუნვა; 
  • საჭიროების შემთხვევაში – სხვა ადმინისტრაციული ამოცანების შესრულება. 
 
მოთხოვნები: 
  • კომუნიკაბელურობა და კლიენტზე ორიენტირებულობა; 
  • სისუფთავის და წესრიგის მიმართ მაღალი პასუხისმგებლობა; 
  • ორგანიზებულობა, სიზუსტე და პასუხისმგებლობის მაღალი დონე; 
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; 
  • MS Office პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Outlook); 
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე; 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. 
 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: vacancyhr30@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ: „ქიმწმენდის ადმინისტრატორი“.