ადმინისტრატორი

თბილისი სრული განაკვეთი სასტუმრო შარდენი
მივლინება: არა ხელფასი: 1000
ენები: ინგლისური, რუსული
სასტუმრო/რესტორანი/კვება: ადმინისტრატორი (HoReCa)
სასტუმრო "შარდენი",  აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, გრიგოლ ხანცთელის ქ. N32
სამუშაო გრაფიკი: სრული (ცვლებით)
ანაზღაურება: 1000,00 ლარი (ხელზე)
დაზღვევას და კვებას უზრუნველყოფს კომპანია

ძირითადი მოთხოვნები:
  • მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წლისა;
  • სავალდებულო მოთხოვნა ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • მკაფიო, გამართული მეტყველება და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ენერგიული, პოზიტიური, კომუნიკაბელური და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

ძირითადი მოვალეობები:
  • სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება
  • სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუროში არსებული სხვა სერვისების შესახებ
  • შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა
  • სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება
  • სასტუმროს მართვის პროგრამაში მუშაობა
  • სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათით, მისამართზე: info@hotelsharden.com და სათაურის ველში აღნიშნეთ პოზიციის დასახელება.
სასტუმრო „შარდენი“ გისურვებთ წარმატებას!