სუპერვაიზერი

თბილისი სრული განაკვეთი Medical Solution Group
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
გაყიდვები: სუპერვაიზერი სამედიცინო: სხვა (სამედიცინო)
Medical Solution Group გუნდში ვეძებთ ახალ წევრს – სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით გამოცდილ პროფესიონალ სუპერვაიზერს
ჩვენ ვართ Medical Solution Group — კომპანია, რომელიც ემსახურება პაციენტებს და უზრუნველყოფს სრულ მომსახურებას სამედიცინო ტურიზმის ფარგლებში. ვეძებთ ენერგიულ, მოტივირებულ და გამოცდილ პროფესიონალს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს და წვლილს შეიტანს ქართველი პაციენტებისთვის საუკეთესო სერვისის შექმნაში.

ვაკანსიის აღწერა
  • თქვენი პასუხისმგებლობები მოიცავს:
  • პაციენტებთან კომუნიკაციას და მომსახურების სრულ კოორდინაციას
  • სამედიცინო დაწესებულებებთან ურთიერთობას
  • სამოგზაურო დეტალების ორგანიზებას
  • ინდივიდუალურად მორგებული სერვისების განვითარებას

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • გამოცდილება სამედიცინო ტურიზმის ან პაციენტთა კოორდინაციის სფეროში
  • უცხო ენების (მათ შორის ინგლისური) ცოდნა
  • მაღალი კომუნიკაციური უნარები და ორგანიზებულობა
  • პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა

რას გთავაზობთ:
  • დინამიური და მზარდი სამუშაო გარემო
  • მეგობრული გუნდი
  • პროფესიული განვითარებისა და ზრდის შესაძლებლობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: msgcaregroup@gmail.com
ტელ: +995 596 00 99 44

შეხვედრამდე!