ფილიალის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი BlueTabla
მივლინება: არა ხელფასი: 1500 - 2000
გაყიდვები: ფილიალების ქსელი
ბლუტაბლა ქმნის სახლის აქესესუარებს, რომელთა დიზაინიც შთაგონებულია ქართული კულტურით. თითოეული ინარჩუნებს მთავარ იდეას - ქართული სახასიათო დიზაინის შექმნასა და მათ ყოველდღიურობაში დამკვიდრებას. 
ბლუტაბლა აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის  პოზიციაზე. 

ჩვენ გთავაზობთ: 
  • სტაბილურ მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს; 
  • კონკურენტულ ანაზღაურებას; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას; 
  • ფიტპასის მომსახურებას; 
  •  ფასდაკლებას ბლუტაბლას პროდუქციაზე; 
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას. 
 
სამუშაო პირობები: 
  • ანაზღაურება: 1,500-2,000 ლარი  
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე  
  • სამუშაო ადგილი: თბილისი (პეკინი,გალერია,სითი მოლი,თბილისი მოლი, სითი მოლი-გლდანი, ჰოუმარტი, ისთფოინთი,ბამბის რიგი)  

მოთხოვნები: 
  • მომსახურების/ვაჭრობის სფეროში მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • გუნდის ეფექტურად მართვის უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; 
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; 
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა; 
  • საბუღალტრო პროგრამა ბალანსში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. 
 
მოვალეობები: 
  • მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა; 
  • გაყიდვების ზრდა ; 
  • ფილიალის თანამშრომლების ტრენინგი და მართვა; 
  • მომხმარებლებთან ურთიერთობა; 
  • ვიზუალური მერჩენდაიზინგი (პროდუქციის ფილიალიში განთავსება); 
  • მარაგების კონტროლი; 
  • საბუღალტრო პროგრამაში ოპერაციების შესრულება; 
 
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნეთ  CV  მეილზე career@bluetabla.ge  გამოგზავნისას გთხოვთ სათაურში მიუთითოთ "ფილიალის მენეჯერი".