გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ეარ სოლუშენს
მივლინება: არა
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვების კომპანია "AIR SOLUTIONS LLC" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • პოტენციურ მომხმარებლებთან ზარების განხორციელება.
  • პოტენციური მომხმარებლებისთვის კონკრეტული შეთავაზების მომზადება, შეხვედრის ჩანიშვნა და პრეზენტაციის ჩატარება;
  • შემომავალი ზარების მიღება; 
  • პირველადი შეთავაზების შემდეგ პოტენციური მომხმარებლების მონაცემთა ბაზის შექმნა/მართვა;
  • მომხმარებლის საჭიროების დადგენა და ინფორმაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის გადაგზავნა;
  • თითოეული ზარის მონაცემთა ბაზაში ასახვა;
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:
  • მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვის უნარი;
  • გამართული მეტყველება;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • ემოციური მდგრადობა.
  • მომსახურება თავაზიანად და კეთილგანწყობილად;
  • კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარი;
  • ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი. 
 
სამუშაო პირობები:
  • ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00
  • გამოსაცდელი ვადა: 2 კვირა ;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@airsolutions.ge , გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით.