ქსელის კონტროლის და ანალიზის ჯგუფის სპეციალისტ-ანალიტიკოსი

თბილისი სრული განაკვეთი თელასი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული
ენერგეტიკა: ენერგეტიკა (ზოგადი)
სააქციო საზოგადოება „თელასი“ აცხადებს შიდა და გარე ვაკანსიას ტექნიკური საქმიანობის სამმართველოს  საწარმოო-ტექნიკური სამსახურის  საწარმოო სისტემის მართვისა და  ტექნიკური ანალიტიკის წარმოების განყოფილების  ქსელის კონტროლის და ანალიზის ჯგუფის სპეციალისტ-ანალიტიკოსის   თანამდებობაზე

სავალდებულო  მოთხოვნები:
  • უმაღლესი ტექნიკური  განათლება;
  • არანაკლებ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება; 
  • პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა: MS Office (Word, Excel, PowerPoint)
  • რუსული ენა -საშუალოდ ცოდნა;
  • სამუშაო პროცესის ორგანიზება და დაგეგმვა, დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.

თანამდებობრივი მოვალეობები:
  • გამანაწილებელ ქსელში კაპიტალური რემონტების, საინვესტიციო პროექტების დასრულების  შემდეგ წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შემოწმება და ხელახლა მიღებული ძირითადი და რემონტიდან გამოყვანილი საშუალებების ექსპლუატაციაში გაშვების შესახებ განკარგულებების მომზადება;   
  • ქსელიდან ძირითადი საშუალებების ჩამოწერის აქტების კორექტულობის შემოწმება და შესაბამისი განკარგულებების მომზადება;
  • ტექნიკური დოკუმენტაციის წიგნებად შეკერვა მომზადებული განკარგულებების შესაბამისად;
  • ხაზობრივ ნაგებობებზე ცვლილებების შემთხვევაში რეესტრის მომზადება და საკუთრების ურთიერთობების რეგულირების სამსახურში წარდგენა ხაზობრივი ნაგებობის რეგისტრაციის კორექტირების მიზნით;
  • ახალი ხაზობრივი ნაგებობების ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, რეესტრის მომზადება და საკუთრების ურთიერთობების რეგულირების სამსახურში წარდგენა ხაზობრივი ნაგებობის შემდგომი რეგისტრაციის მიზნით;
  • კაპიტალური რემონტების და საინვესტიციო პროექტების დასრულების შემდეგ ქსელში  განხორციელებული ცვლილებების შესახებ ყოველთვიური ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა;

ვაკანსიაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია   ელ. ფოსტით vakansia@telasi.ge   2025  წლის  02 ივლისის  ჩათვლით  აუცილებლად ქართულ და რუსულ ენებზე. სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.