გაყიდვების მენეჯერი

გარდაბანი, თბილისი სრული განაკვეთი პრემიერ მოტორსი
მივლინება: არა ხელფასი: 1000 - 1500 +ბონუსი
ენები: რუსული
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
შპს პრემიერ მოტორსი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერი პოზიციაზე.

შპს „პრემიერ მოტორსი“ 2013 წლიდან აქტიურად ოპერირებს ქართულ სატრანსპორტო და სამშენებლო ტექნიკის ბაზრებზე. კომპანია გახლავთ სხვადასხვა პრემიუმ ბრენდის წარმომადგენელი საქართელოში. მის სადილერო პორტფელში შედის - Volvo Trucks, DongFeng, Baoli, Kalmar, King Long და სხვა წამყვანი ევროპული და მსოფლიო მწარმოებლები.

მულტიბრენდულობიდან და ბაზრის პოტენციალიდან გამომდინარე, კომპანია ეძებს ნიჭიერ, ენერგიულ და წარმატებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს გაყიდვებში.

ფუნქციები:
  • საცალო და კორპორატიული გაყიდვების გენერირება, გაწერილი გეგმების მიხედვით;
  • ყოველდღიური ზარების განხორციელება პოტენციურ და არსებულ მომხმარებლებთან;
  • მარკეტინგული არხებიდან შემოსული მოთხოვნების - „ლიდები“-ს დამუშავება და რელევანტური წინადადების მომზადება;
  • ახალი მომხმარებლების მოძიება და მათი მომხმარებელთა ბაზებში რეგისტრაცია;
  • ბაზრის ანალიზი და პერიოდულად კონკურენტების შესწავლა;
  • რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
  • არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან წინადადებების პერმანენტულად მიწოდება, შეხვედრების ჩანიშვნა, ორგანიზება;
  • გუნდურ მუშაობაზე ფოკუსირება, კომპანიაში არსებული მართვის ინსტრუმენტების ათვისება, ორგანიზაციული კულტურისა და ფასეულობების გაზიარება

კანდიდატის პიროვნული თვისებები და პროფესიული მოთხოვნები:
  • მოტივირებული;
  • შედეგზე ორიენტირებული;
  • კომუნიკაბელური;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარით;
  • ანალიზის, დაგეგმარებისა და ზოგადად გეგმებზე მუშაობის უნარის მქოდე;
  • უპირატესობად განიხილება უცხო ენებისა და საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;

პრემიერ მოტორსში დასაქმების უპირატესობები:
  • მზარდ კომპანიაში მუშაობა;
  • კარიერული ზრდის საშუალება;
  • ხელშეწყობა საუნივერსიტეტო ლექციების გრაფიკში;
  • დაზღვევა;
  • კორპორატიული ნომერი;
  • საწვავის ანაზღაურება;
  • ტრეინინგებისა და სხვადასხვა სასწავლო პროგრამების დაფინანსება;
  • დასაქმებულის საპენსიო გადასახადის გადახდა

ანაზღაურება:
  • გამოსაცდელი პერიოდი (3 თვე): ფიქსირებული ხელფასი 1000-1200 ლარი(Net)
  • გამოსაცდელი ვადის შემდეგ: ხელფასი - 1500 ლარი(Net) და ბონუსი;

სამუშაო გრაფიკი და ლოკაცია:
  • ორშაბათი-პარასკევი 9:00 სთ-დან 18:00სთ-მდე
  • შაბათი: 9:00სთ-დან 14:00 სთ-მდე (3-4 კვირაში ერთხელ)
  • თბილისი, ს.მარტყოფი, გეზ-ის მიმდებარედ

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე : g.lagvilava@premiermotors.ge  დანიშნულებაში მიუთითეთ პოზიცია.  
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 595441717

გისურვებთ წარმატბებას!