ვებ-გვერდის ადმინისტრატორი

თბილისი სრული განაკვეთი არქი
მივლინება: არა
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ინტერნეტ მარკეტინგი
კომპანია „არქი“,  წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში. 
„არქი“-ში ვეძებთ ვებ-გვერდის ადმინისტრატორს

და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება: 
  • კომპანიის ვებგვერდის  და CMS პლატფორმების ადმინსიტრირება და განახლება; 
  • ვებპროექტების დაგეგმვა და მართვა; 
  • მარკეტინგის, დიზაინისა და ციფრული ტრანსფორმაციის გუნდებთან აქტიური თანამშრომლობა; 
  • ვებგვერდის უსაფრთხოებისა და ანალიტიკის მონიტორინგი; 
  • ტექნიკური ხარვეზების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრის უზრუნველყოფა. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • აუცილებელია ვებგვერდის ადმინისტრატორის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • აუცილებელია ვებპროექტების მართვის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; 
  • ჰოსტინგისა და დომენის მართვის საფუძვლების ცოდნა; 
  • სასურველია UX/UI პრინციპების ცოდნა; 
  • სასურველია SEO და ანალიტიკის ინსტრუმენტების ცოდნა (Google Analytics ან სხვა). 
 
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 6 ივლისის ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php  
 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.  
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება  კომპანიის მონაცემთა ბაზაში.  ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.  
გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე