შეფ-მზარეული

გორი სრული განაკვეთი სურსათის მაღაზიათა ქსელი
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: შეფ-მზარეული
სურსათის მაღაზიათა ქსელი აცხადებს ვაკანსიას შეფ-მზარეულიპოზიციაზე ქ. გორში

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ორგანიზაციული მიზნების გათვალისწინებით სამზარეულოს მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგია/მიზნების დასახვა, სამუშაო პროცესის, პროდუქტის გაუმჯობესებისა და მაღალი სტანდარტების დანერგვის მიზნით
  • ბიზნესის წარმატებით ოპერირებისა და განვითარების მიზნით, მუდმივი ჩართულობა დასახული გეგმების შესრულებასა და ახალი პროდუქტების შემუშავებაში;
  • სამზარეულოს ხარჯების კონტროლის უზრუნველყოფა;
  • წარმოებისა და პროდუქტის ხარისხზე ზიანის მიყენების გარეშე, ხარჯების შემცირებაზე ზრუნვა;
  • შემოსავლების ზრდაზე და მოგების მაქსიმიზაციაზე მუდმივი ზრუნვა
  • გეგმური ინვენტარიზაციის ჩატარება, შედეგების ანალიზი და საჭიროებისამებრ შესაბამისი ზომის მიღება
  • *სამზარეულოს ტექნოლოგიური ბარათებისა და კალკულაციების შედგენა
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ მომზადებული კერძის/ნახევარფაბრიკატის მონიტორინგი, შედგენილი ტექნოლოგიური ბარათების/კალკულაციების საფუძველზე
  • კერძების ხარისხის მუდმივი კონტროლი და პერიოდულად შესაბამისი ზომის მიღება
  • პერიოდული შემოწმებების განხორციელება სურსათის უვნებლობის/ჰასპის სტანდარტების შესაბამისად, კომპანიაში დადგენილი წესით.
  • პერიოდული შემოწმებების განხორციელება საკვების ვარგისიანობის, ვადების, შენახვის პირობებისა და ტემპერატურის კუთხით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სამზარეულოში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
  • აღნიშნულ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ ფოსტაზე: Khoragi2025@gmail.com

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება “შეფ- მზარეული “.
გაცნობებთ, რომ ჩვენ ვახორციელებთ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ შესაძლოა დამუშავდეს სხვა ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ, მოგვმართოთ.