საკვებმზიდის მძღოლი

მცხეთა სრული განაკვეთი ვეტერინარული კომპანია ინვეტი
მივლინება: არა ხელფასი: 1800
მართვის მოწმობა: C
ავტო-მოტო სერვისი: სატვირთო ავტომობილის მძღოლი
ვეტერინარული კომპანია „ინვეტი“ აცხადებს ვაკანსიას საკვებმზიდის მძღოლის პოზიციაზე. 
შპს „ინვეტი“ საქართველოში ვეტერინარულ სფეროში მოღვაწე ლიდერი კომპანიაა, რომელიც 20 წელზე მეტია ამარაგებს ქვეყანას მაღალხარისხიანი ევროპული პროდუქციით და ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს ISO სტანდარტების შესაბამისად.  
ინვეტმა 2 წელზე მეტია აქტიურად დაიწყო ზოო მაღაზიების ქსელის გაფართოება, სადაც წარმოდგენილია ექსკლუზიური ბრენდები.  
დღეის მდგომარეობით ინვეტი წარმოდგენილია 29 ფილიალით საქართველოს მასშტაბით.  
“ინვეტი”-ს დისტრიბუციის სამსახური ფარავს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს და უზრუნველყოფს სრულ ვეტერინარულ მომსახურებას. კომპანიამ შექმნა ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოება და ქ. მცხეთაში ააშენა ფრინველებისა და ცხოველების საკვების დამამზადებელი მაღალტექნოლოგიური ქარხანა. 

სამუშაო გრაფიკი: მცოცავი გრაფიკი, კვირაში 6 სამუშაო დღე 
ანაზღაურება: 1800 ლარი საწყისი ანაზღაურება 
სამუშაო ადგილი: ქ. მცხეთა  

ძირითადი მოვალეობები: 
  • დადგენილი მარშრუტებით და პერიოდულობით გამზადებული შეკვეთების ადგილზე მიტანა. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • სატვირთო/საკვებმზიდი მანქანის ტარების გამოცდილება. 

აუცილებელი მოთხოვნები: 
  • მართვის მოწმობა C კატეგორია - აუცილებელია; 

პიროვნული თვისებები: 
  • სწორი კომუნიკაციის უნარი; 
  • დროის მართვის უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი. 

„ინვეტი“ გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული ზრდის საშუალებას, კრეატიული იდეების გაზიარების შესაძლებლობას. კომპანია მუდმივად ზრუნავს კადრების განვითარებაზე. 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე hr@invet.com.ge არაუგვიანეს 2025  წლის 20 ივლისამდე და ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება. 
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე კომპანიის მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში. 
გისურვებთ წარმატებებს!