HR ანალიტიკოსი

თბილისი სრული განაკვეთი ლაქტალის ჯორჯია - სანტე
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ადამიანური რესურსები: HR ანალიტიკოსი
„ლაქტალის ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას HR ანალიტიკოსის პოზიციაზე

ლაქტალის ჯორჯია ფრანგული საერთაშორისო კომპანიის, რძის პროდუქტების წარმოების ლიდერის - ლაქტალისის ჯგუფის წევრია. კარიერა „ლაქტალის ჯორჯიაში“ გთავაზობთ შესაძლებლობას ითანამშრომლოთ როგორც ადგილობრივად ცნობილ, ისე საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ბრენდებთან, მათ შორის: სანტე, სანტინო, სანტისიმო, Président, Galbani, Parmalat და სხვა.

პოზიციის ძირითადი მოვალეობები:
  • HR დეპარტამენტის ყოველთვიური რეპორტების მომზადებასა და ანალიზში მონაწილეობა;
  • შრომითი ბიუჯეტის დაგეგმვაში ჩართულობა (ანაზღაურება, ბენეფიტები, შრომითი ხარჯები);
  • თანამშრომლების საბონუსე სისტემების მართვა და შესაბამისი გაანგარიშებების შესრულება;
  • HR დეპარტამენტის სხვადასხვა სახის ანგარიშგების ფორმების წარმოება და ანალიტიკა;
  • HR დეპარტამენტის სხვადასხვა პროცესებში/პროექტებში ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების ან მომიჯნავე სფეროში);
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა;
  • ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია B2 დონიდან ზემოთ); რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • საქართველოს შრომის კოდექსის ძირითადი პრინციპების ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ანალიტიკური და სისტემური აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დროის მართვის კარგი უნარი

ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ.
გრაფიკი: სრული

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) ელექტრონულ ფოსტაზე hr@ge.lactalis.com და სათაურის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - HR ანალიტიკოსი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 30 ივნისი.