მოლარე-კონსულტანტი

თბილისი სრული განაკვეთი Hopihop
მივლინება: არა ხელფასი: 1000 +ბონუსი
ენები: ინგლისური
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი, მოლარე
თბილისი მოლში მდებარე ბატუტის საბავშვო პლატფორმა „Hopihop“ გთავაზობთ დასაქმებას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

პირობები:
  • სამუშაო ადგილი: 16 კმ აღმაშენებლის ხეივანი, თბილისი მოლი
  • სამუშაო განაკვეთი: კვირაში 40 სამუშაო საათი; ორშაბათი-პარასკევი 6 საათი, შაბათ-კვირა 8 საათიანი სამუშაო ცვლა
  • დასვენების დღეები: კვირაში 1 დღე
  • ანაზღაურება 1000 ლარზე მეტი, (ფიქსირებული + საბონუსე სისტემის ჩათვლით)

ძირითადი მოვალეობები:
  • მომხმარებლისთვის თავაზიანი მომსახურების გაწევა. კომპანიაში არსებული მომსახურებისა და ფასების შესახებ სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
  • მარტივი სალარო ოპერაციების შესრულება;
  • ბავშვების მიღება და მათთვის დახმარების გაწევა ბატუტზე ხტუნაობის პროცესში;
  • პლატფორმის ყოველდღიური კონტროლი.

მოთხოვნები:
  • მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • სასურველია ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • თავაზიანი მომსახურების უნარი;
  • შრომისმოყვარე, მხიარული, ენერგიული.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@hopihop.com.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მოლარე-კონსულტანტი".