შემომყვანი ტურიზმის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი I'm Georgia
ენები: ინგლისური, რუსული
ტურიზმი/გართობის სექტორი: შემომყვანი ტურ-ოპერატორი
ტურისტული კომპანია I`m Georgia ეძებს შემომყვანი ტურიზმის მენეჯერს.
ვეძებთ პასუხისმგებელ, დეტალებზე ორიენტირებულ და ტურიზმით გატაცებულ ადამიანს, რომელიც დაგვეხმარება უცხოელი სტუმრებისთვის დაუვიწყარი ტურის შექმნაში საქართველოში.

მოვალეობები:
  • ინდივიდუალური და ჯგუფური ტურების დაგეგმვა;
  • კლიენტებთან კომუნიკაცია ინგლისურ/რუსულ ენებზე - საწყისი ეტაპიდან ტურის დასრულებამდე;
  • ლოჯისტიკის, სასტუმროების, ექსკურსიებისა და ტრანსფერების კოორდინაცია;
  • ჯავშნების მართვა, ვაუჩერების და სხვა დოკუმენტაციის მომზადება;
  • გიდებთან, პარტნიორებთან და ადგილობრივ მომსახურე სტრუქტურებთან კომუნიკაცია;
  • კლიენტების მხარდაჭერა ტურისტული მგზავრობის დროს.

მოთხოვნები:
  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ტურიზმის სფეროში;
  • ინგლისური/რუსული ენების ცოდნა (B2 დონე ან უფრო მაღალი);
  • ორგანიზებულობა, კლიენტზე ორიენტირებულობა, სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:
  • მუშაობას პროფესიონალების მეგობრულ გუნდში;
  • შესაძლებლობას შექმნათ მაღალი ხარისხის, უნიკალური ტურისტული პროდუქტები;
  • კონკურენტულ ხელფასს და ბონუს სისტემას.

თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელ.ფოსტაზე: info@iamgeorgia.com.ge - თემაში მიუთითეთ „შემომყვანი ტურიზმის მენეჯერი“.